სამი ადამიანი დაიღუპა კრივოი როგზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად

მაშველებმა მამაკაცისა და ქალის ცხედრები იპოვეს ქალაქ კრივოი როგის ადმინისტრაციული შენობის ნანგრევების ქვეშ მას შემდეგ, რაც რუსეთმა 27 სექტემბერს მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის ამ და სხვა ქალაქებზე.

“ქალაქზე რუსების მიერ დილას განხორციელებული სარაკეტო შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა”, – დაწერა ტელეგრამის არხში დნეპროპეტროვსკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა.
რუსული რაკეტა რაიონული პოლიციის სამმართველოს შენობას მოხვდა. პირველადი ცნობებით დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი ქალი, 5 ადამიანი დაშავდა. დაზიანდა 20 კერძო სახლი.
ს ცნობით, რუსეთმა 27 სექტემბერს მასირებული იერიში მიიტანა უკრაინის დუნაისპირა ნავსადგურ იზმაილზე, არის მსხვერპლი.

ასევე დაგაინტერესებთ