ნიუ-იორკში დაიწყო ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა

ნიუ-იორკში დაიწყო უკრაინის პრეზიდენტ სა და -ის ყოფილი პრეზიდენტის, რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატის, ს შეხვედრა.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ოფიციალური შეხვედრის დაწყების წინ, ზელენსკის გვერდით მდგომმა ტრამპმა განაცხადა, რომ ში მიმდინარე სასტიკი ომის დასრულებისთვის იმუშავებს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან.
“ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს (ზელენსკისთან) და მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტ პუტინთანაც. და ვფიქრობ, თუ გავიმარჯვებთ, ვფიქრობ, ამ საკითხს ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ”, – განაცხადა რესპუბლიკელმა კანდიდატმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და გაიხსენა, რომ მათუ ბოლო პირადი შეხვედრიდან 5 წელი გავიდა.

“ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს საერთო მოსაზრება, რომ უკრაინაში ომი უნდა შეწყდეს და პუტინი ვერ გაიმარჯვებს. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. და მსურს თქვენთან ერთად განვიხილო “გამარჯვების გეგმის” დეტალები, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა სავარაუდოდ 26 სექტემბერს იყო დაგეგმილი. 26 სექტემბრამდე ტრამპის მხრიდან საჯაროდ დადასტურებული არ იყო, რომ ზელენსკისთან შეხვედრა დაგეგმილია.

ბოლო დღეებში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგებზე ტრამპმა ზელენსკი გააკრიტიკა, რომ მაშინაც კი, როცა უკრაინის ქალაქები განადგურებულია, უარს ამბობს შეთანხმების მიღწევაზე და „დედამიწაზე უდიდესი გამყიდველია“, რადგან აშშ-ში ყოველი ჩასვლის შემდეგ თან მიაქვს მილიარდობით დოლარი.
მოგვიანებით, 26 სექტემბერს, საღამოს, ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის დილით შეხვდება თავის ცათამბჯენ Trump Tower-ში.