“თინა ხიდაშელი „ოცნების“ საწინააღმდეგო აგიტაციას ეწევა, ამიტომ მისი მხრიდან დამოუკიდებელი ხასიათის მონიტორინგის ჩატარება თქვენთვის მისაღებია?” – გივი მიქანაძე

„ოცნების“ საწინააღმდეგო აგიტაციას ეწევა, ამიტომ მისი მხრიდან დამოუკიდებელი ხასიათის მონიტორინგის ჩატარება თქვენთვის მისაღებია?” – გივი მიქანაძე
სახელისუფლებო გუნდის წარმომადგებელი, გივი მიქანაძის თქმით, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ქვეყანაში 49 სადამკვირვებლო მისიაა დარეგისტრირებული, საიდანაც, მისი მტკიცებით, 26 ოპოზიციურ პარტიებთან არის კავშირში.
კვლევის შედეგად მოპოვებული საჯარო წყაროებით ნათლად ჩანს ში რეგისტრირებული რომელი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია რომელ პოლიტიკურ სუბიექტთან არის დაკავშირებული. აშკარაა, რომ ამ ორგანიზაციების მიერ არჩევნებზე წარმოდგენილი მონიტორინგი იქნება და საერთო არაფერი ექნება ობიექტურობასთან. ამიტომაც, გვსურს, რომ ინფორმაცია ამ ორგანიზაციების შესახებ ჰქონდეს ჩვენ საზოგადოებას და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც განახორციელებენ არჩევნებზე დაკვირვებას.
მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავსი ანგარიშებში და არ გაითვალისწინოს მათგან მიღებული სუბიექტური ინფორმაცია.
სწორედ ამ ორგანიზაციების მხრიდან მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ყველანაირ სანდოობას მოკლებულია.
თინა ხიდაშელი რომ ოპოზიციურ განწყობებზეა, ეს დიდი ხანია საზოგადოებისთვის ცნობილია. კი, 2012 წლის შემდეგ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში იკავებდა მაღალ თანამდებობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში, მაგრამ შეგახსენებთ, რომ მაშინდელი ხელისუფლება იყო კოალიციური ხასიათის. შემდგომში, როდესაც აბსოლუტურად პოზიციათა განსხვავება მოხდა, არა მარტო თინა ხიდაშელი, არამედ მისი მეუღლეც ოპოზიციაში გადავიდნენ და ამ მოცემულობაში, ორგანიზაცია, რომელიც ხიდაშელმა რამდენიმე წლის წინ დააფუძნა, ვიცით, რომ ტაივანიდან ფინანსდება და ამას არც და ვერც მალავენ. ის „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აგიტაციას ეწევა, ამიტომ ამ ადამიანის მხრიდან დამოუკიდებელი ხასიათის მონიტორინგის ჩატარება თქვენთვის მისაღებია?, – ამბობს მიქანაძე.
ცნობისთვის, გივი მიქანაძე 2005-2008 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბრძანდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“