კახა კალაძე – ჩვენი გუნდის საარჩევნო სია დაკომპლექტებულია ადამიანებით, რომელთაც რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის სიყვარული და პატიოსნება აქვთ

ერთადერთი პოლიტიკური ძალა არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელიც მოახლოებულ არჩევნებს კონსტიტუციური უმრავლესობით მოიგებს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი , „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ საარჩევნო სიას.
მისივე შეფასებით, აღნიშნული სია წარმატებული და პროფესიონალი ადამიანებისგან შედგება.
„ჩვენი გუნდის საარჩევნო სია დაკომპლექტებულია წარმატებული, პროფესიონალი ადამიანებით. ყველაზე მთავარი – მათ აქვთ ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი და პატიოსნება. შესაბამისად, ერთადერთი პოლიტიკური ძალა არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელიც მოახლოებულ არჩევნებს კონსტიტუციური უმრავლესობით მოიგებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ – 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერს ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით