დანიამ კოსოვოში ციხის საკნები იქირავა და იქ 300 პატიმარს გაგზავნის

დანიამ კოსოვოში ციხის საკნები იქირავა და იქ 300 პატიმარს გაგზავნის
დანიის იუსტიციის მინისტრმა კოსოვოში ციხე მოინახულა, სადაც ში მსჯავრდებული 300 უცხოელი იქნება განთავსებული.
დანიის იუსტიციის მინისტრი პიტერ ჰუმელგარდი ეწვია ციხეს სამხრეთ-აღმოსავლეთ კოსოვოში, სადაც ასობით პატიმარს გაგზავნიან დანიიდან, რათა შეამცირონ ტვირთი ქვეყნის სასჯელაღსრულების სისტემაზე.
პრესასთან საუბრისას თავის კოსოვოელ კოლეგასთან ალბულენა ალბულენა ჰაჯიუსთან ერთად, ჰუმელგარდმა შეაქო კოპენჰაგენსა და პრიშტინას შორის „ნაყოფიერი თანამშრომლობა“.
„ჩვენ მოვედით კოსოვოში, რადგან გვჭირდება დახმარება, გვინდა გამოვიყენოთ კოსოვოს ციხეებისა და დაკავების ცენტრების ჭარბი შესაძლებლობები, ეს არის ძალიან დიდი დახმარება დანიისთვის, რომელიც განიცდის ძალიან დიდ ტვირთს ციხისა და პრობაციის სამსახურებზე“ – თქვა დანიელმა მინისტრმა.
გარიგება ჯერ კიდევ 2021 წელს დაიდო. მაგრამ განხორციელება მხოლოდ ახლა დაიწყო – კოსოვოს პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ. შეთანხმების ხელმოწერის წელს, სტატისტიკის ორგანოებმა განაცხადეს, რომ 2015 წლიდან დანიის ციხეებში პატიმართა რაოდენობა გაიზარდა 19%-ით, 2021 წლის დასაწყისისთვის 4000-ზე მეტ ადამიანს მიაღწია და ადგილობრივი ციხეების შესაძლებლობების 100%-ს გადააჭარბა.
შეთანხმების მიხედვით, პრიშტინა კოპენჰაგენს დედაქალაქიდან 50 კილომეტრში მდებარე ციხეში 300 საკანს მიაქირავებს, წელიწადში 15 მილიონ ევროდ.
ვრცლად euronews – ზე