Antonov-მა ახალ Mriya-ზე მუშაობა დააპაუზა

ექსპერტებმა გოსტომელში განადგურებული თვითმფრინავის გადარჩენილი ნაწილების ძებნა დაასრულეს. თუმცა, მათგან ახალი Mriya-ს აღდგენა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. როგორც უკრაინული მედია წერს, Antonov-მა დროებით შეაჩერა მუშაობა ახალ თვითმფრინავ An-225 Mriya-ზე.
კომპანიამ დაასრულა გადაუდებელი სამუშაოები და ომის დასრულების შემდეგ გეგმავს კვლავ დაიწყოს თვითმფრინავის აღდგენა. კერძოდ, მუშებმა დაასრულეს განადგურებული Mriya-სდეფექტის აღმოჩენა, რომლის გადადება არ შეიძლებოდა გადარჩენილი ნაწილების შესანარჩუნებლად. ახლა Antonov-ი ყურადღებას ამახვილებს „სახელმწიფოს უფრო პრიორიტეტულ ამოცანებზე“.
აღნიშნულია, რომ სამუშაოები Mriya-ს აღდგენის სპეციალური ფონდიდან დაფინანსდა. ბალანსზე სამი მილიონი დოლარი იყო და ამ თანხების უმეტესი ნაწილი ჰონორარის სახით მიიღეს Microsoft-ისგან.
ამერიკულმა კომპანიამ გეიმერებს შესთავაზა Microsoft Flight Simulator თამაშის დამატება An-225 თვითმფრინავით და Antonov-მა პირველივე წელს მიიღო გაყიდვების შემოსავლის 100%. თუმცა, აქ იყო ერთი პირობა – თანხა ბორტის აღდგენას უნდა მოხმარებოდა.
ახალი Mriya-ს ზუსტი ღირებულება ჯერ არ არის დათვლილი. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებს თუ არა საწარმო დონორად გამოიყენოს ს საკუთრებაში არსებული „რუსლანის“ ნაწილები. ისინი ამჟამად კანადასა და გერმანიაში იმყოფებიან, მაგრამ შესაძლოა მფლობელს უკრაინის სასარგებლოდ ჩამოერთვას.
2022 წლის 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ გოსტომელის აეროდრომის ტერიტორიაზე განადგურდა მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი An-225 Mriya.
წყარო: ავიანიუსი

ასევე დაგაინტერესებთ

„მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში“ – გივი მიქანაძე