27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში – პრემიერი

27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა, დედაქალაქის მერ სთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყანას, სამშობლოს და თავი შესწირეს ერთიანი საქართველოს იდეას. ამ გმირებს ჰქონდათ ოცნება, ეს იყო ოცნება ერთიან საქართველოზე და მე დარწმუნებული ვარ, ეს ოცნება აუცილებლად ახდება“, – განაცხადა ირაკლი მ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

„მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში“ – გივი მიქანაძე