ევროპა ლიგა. I ტური: წაგების მიუხედავად ოდიშარია ერთ-ერთი საუკეთესო იყო

ევროპა ლიგის პირველი ტურის მეორე სათამაშო დღეს 9 მატჩი გაიმართა.
“რიგასი” გასვლაზე “სტიაუასთან” 1:4 დამარცხდა. სტუმართა რიგებში ლაშა ოდიშარიამ 84-ე წუთამდე ითამაშა, ლუკა სილაგაძე კი 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. ოდიშარია მწვრთნელმა ვიკტორს მოროზსმა მისთვის უჩვეულო, მარცხენა მცველის პოზიციაზე დააყენა და ის თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო – შეფასებები: whoscored 7.0, flashscore 7.0, sofascore 6.7. ანალიტიკურმა საიტებმა სილაგაძის თამაში შეაფასეს: whoscored 6.0, sofascore 6.5, flashscore 6.2.
ლატვიური კლუბი, რომელიც ქვეყნის ჩემპიონტზე ლიდერია, ევროპა ლიგაზე შემდეგ შეხვედრას 3 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე “გალათასარაისთან” ჩაატარებს.
სტიაუა – რიგასი 4:1
გოლები: 1:0 ბირლიჯა (8), 1:1 ლიპუშჩეკი (23), 2:1 სტეფანესკუ (32), 3:1 ოლარუ (58), 4:1 ოლარუ (69)
სხვა მატჩების შედეგები
ფენერბაჰჩე – უნიონი 2:1
მალმიო – რეინჯერსი 0:2
აიაქსი – ბეშიქთაში 4:0
აინტრახტი – ვიკტორია 3:3
რომა – ბილბაო 1:1
ბრაგა – მაკაბი 2:1
ტოტენჰემი – ყარაბაღი 3:0