სომხეთის თავდაცვის სამინისტრო – აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, გარდაიცვალა ერთი სომეხი ჯარისკაცი

აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, გარდაიცვალა ერთი სომეხი ჯარისკაცი, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„4 დეკემბერს, დაახლოებით 14:35 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ბარძრუნის რაიონში მდებარე სომხური ჯარისკაცების პოზიციის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის ჯარისკაცმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო”, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ