ავთანდილ წულაძე – აშშ-ს საპრეზიდენტო მარათონში უპირატესობა ჰარისს კი აქვს, მაგრამ, ვიდრე აშშ-ში არ გაირკვევა, ვინ იქნება ამ ქვეყნის შემდეგი პრეზიდენტი, თეთრ სახლთან კონსულტაციებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს

აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგებზე, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს ჰარისის რეიტინგის ზრდის მიზეზი, -ში უკრაინის პრეზიდენტის შედეგებზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ აშშ-ში პრემიერ ირაკლი არ შეხვედრია თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, „ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოსს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.
– ბატონო ავთანდილ, აშშ-ში საპრეზიდენტო ს დასკვნით ფაზაში შედის. აშშ-ში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით, „დემოკრატების“ კანდიდატი ჰარისი „რესპუბლიკელების“ კანდიდატს ტრამპს უსწრებს.
გასაგებია, რომ არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა,მაგრამ, ახლა ჰარისი ლიდერობს. თუ რატომაა ასე ამაზე სასაუბროდ დაგიკავშირდით. სავარაუდოდ, რაა მიზეზი იმისა, რის გამოც აქვს ჰარისს უპირატესობა ტრამპთან?
– სოციოლოგიური კვლევებით ჰარისს ტრამპზე გარკვეული უპირატესობა მართლაც აქვს. ამერიკელი დამკვირვებლები ამას იმით ხსნიან, რომ ჰარისი ლიდერობს, როგორც „ცვლილებების კანდიდატი“.
როცა პრეზიდენტობის კანდიდატი „დემოკრატებიდან“ ბაიდენი იყო, ტრამპმა ისეთი ატმოსფერო შექმნა, რომ ამერიკაში ყველა სფეროში ცუდადაა საქმე, საჭიროა ცვლილებები და ამერიკის გადარჩენა. თუ საპრეზიდენტო რბოლაში ბაიდენი დარჩებოდა, საარჩევნო მარათონში ბაიდენი თავდაცვით პოზიციაში აღმოჩნდებოდა. მას შემდეგ, რაც „დემოკრატების“ კანდიდატი“ შეიცვალა და კანდიდატი აშშ-თვის ახალი სახე კამილა ჰარისი გახდა, იგი საარჩევნო კამპანიაში „ცვლილებების“ ლოზუნგით შევიდა. ამ ლოზუნგს ამერიკელებში აქვს დასაყრდენი იმის გამო, რომ ჰარისს აქვს ეკონომიკური პროგრამა, რომელიც საშუალო ფენაზეა გათვლილი. აშშ-ში ამომრჩეველთა მთავარი ბაზა სწორედ საშუალო ფენაა.
მას შემდეგ, რაც „დემოკრატების“ კანდიდატი“ შეიცვალა და კანდიდატი აშშ-თვის ახალი სახე კამილა ჰარისი გახდა, იგი საარჩევნო კამპანიაში „ცვლილებების“ ლოზუნგით შევიდა. ამ ლოზუნგს ამერიკელებში აქვს დასაყრდენი იმის გამო, რომ ჰარისს აქვს ეკონომიკური პროგრამა, რომელიც საშუალო ფენაზეა გათვლილი. აშშ-ში ამომრჩეველთა მთავარი ბაზა სწორედ საშუალო ფენაა
რაც შეეხება ტრამპს, იგი ფსონს დებს იმაზე, რომ შეაშინოს ამომრჩეველი. ამბობს, თუ იგი არ გახდა პრეზიდენტი აპოკალიფსით იმუქრება. ტრამპის საქმეს ისიც ართულებს, რომ ტრამპს არ აქვს ჩამოყალიბებული საპრეზიდენტო პროგრამა. ანუ, მისივე რიტორიკას თუ გავითვალისწინებთ, არ აქვს „ამერიკის გადარჩენის პროგრამა“. მეტიც, ტრამპს აქვს ძლიერი ნეგატიური პროგრამა, მაგრამ, ჰარისისაგან განსხვავებით არ აქვს პოზიტიური პროგრამა.
გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ჰარისის შტაბი გაცილებით მეტ თანხებს აგროვებს საარჩევნო კამპანიისთვის, ვიდრე ტრამპის შტაბი. ამას კი ამერიკის არჩევნებში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს.
ტრამპს არ აქვს ჩამოყალიბებული საპრეზიდენტო პროგრამა. ანუ, მისივე რიტორიკას თუ გავითვალისწინებთ, არ აქვს „ამერიკის გადარჩენის პროგრამა“. მეტიც, ტრამპს აქვს ძლიერი ნეგატიური პროგრამა, მაგრამ, ჰარისისაგან განსხვავებით არ აქვს პოზიტიური პროგრამა
ჰარისი ამომრჩეველს სთავაზობს პოზიტიური ცვლილებების პოზიტიურ პროგრამას და ელექტორატს აძლევს იმედს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში გაუმჯობესდება სიტუაცია ეკონომიკაში და სხვა სფეროებში.
მაგალითად, ჰარისი გეგმავს პრეზიდენტად ორი ვადით იყოს. იგი პირველ ვადაში საშუალო ფენის ადამინებისთვის 3 მილიონი სახლის აშენებას გეგმავს. ეს საკმაოდ ამბიციური პროგრამაა. იგი ხალხს ჰპირდება სხვადასხვა გადასახადების შემცირებას და ასე შემდეგ.
– მაინც როგორ გამოიყურება აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგები?
– აშშ-ში ერთ-ერთი ავტორიტეტული ცენტრის ენ-ბი-სის ინფორმაციით, დღეისათვის ჰარისის რეიტინგი 49%,–ა ხოლო ტრამპის 44%. დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით მათ რეიტინგებს შორის ასეთი თანაფარდობაა.
რაც შეეხება ე.წ. მერყევ შტატებს, რომელთა მონაცემები არჩევნებში შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს, ამ შტატებში მათ რეიტინგებს შორის სხვაობა 1-2%-ია. თავად ხედავთ, რომ სხვაობა მინიმალურია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე არც ისე დიდი დრო დარჩენილი, ექსპერტების აზრით გადაუწყვეტელ შტატებში გაურკვევლობა არჩევნების დღემდე გაურკვეველი დარჩება.
რაც შეეხება ე.წ. მერყევ შტატებს, რომელთა მონაცემები არჩევნებში შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს, ამ შტატებში მათ რეიტინგებს შორის სხვაობა 1-2%-ია. თავად ხედავთ, რომ სხვაობა მინიმალურია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე არც ისე დიდი დრო დარჩენილი, ექსპერტების აზრით გადაუწყვეტელ შტატებში გაურკვევლობა არჩევნების დღემდე გაურკვეველი დარჩება
ამ შტატებში ბოლო დღეებში გაირკვევა ვის სასარგებლოდ გადაიხრება ამომრჩეველი. ეს კი დამოკიდებული იქნება სხვადასხვა მოვლენებზე როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე აშშ-ს შიდა პოლიტიკაში. ამ შტატებში განწყობაზე შესაძლოა, გავლენა იქონიოს არც თუ ისე მნიშვნელოვანმა მოვლენამ, რაც შეიძლება მოხდეს.
– აქტუალური თემაა, შედგება თუ არა ჰარისსა და ტრამპს შორის მეორე სატელევიზიო დებატები. ჰარისმა თქვა – მზად ვარო, ტრამპმა უპასუხა, – გვიანი არისო. სავარაუდოდ, შედგება თუ არა ჰარისსა და ტრამპს შორის მეორე სატელევიზიო დებატები? თუ არა, რატომ?
– პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის მეორე დებატები დაგეგმილია სი-ენ-ენ-ზე, ეს არხი კი პრო დემოკრატიული არხია. ტრამპისთვის ამ არხზე დებატებში მონაწილეობა წამგებიანი იქნება. ტრამპს მეორე დებატები არ სჭირდება, რადგან პირველი დებატები ჰარისთან წააგო. თუ მან მეორე დებატებში მიიღო მონაწილეობა, კიდევ წააგებს.
ტრამპს მეორე დებატები არ სჭირდება, რადგან პირველი დებატები ჰარისთან წააგო. თუ მან მეორე დებატებში მიიღო მონაწილეობა, კიდევ წააგებს
მეორე დებატებს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ტარდება და შესაძლოა ტრამპის რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედოს. ამიტომ ტრამპი ყველანაირად ცდილობს რომ თავი აარიდოს ჰარისთან მეორე ტელედებატებს.
– თუ სატელევიზიო დებატები ტრამპის გამო არ შედგება, ეს მის რეიტინგზე უარყოფითად არ იმოქმედებს?
– ტრამპის საარჩევნო შტაბი ცდილობს სხვადასხვა მიზეზები მოიგონოს და დააბრალოს ჰარისს, თითქოს, ჰარისის ბრალეულობის გამო არ შედგება მეორე ტელე-დებატები. რამდენად წარმატებული იქნება ტრამპის შტაბის ასეთი თამაშები, დრო აჩვენებს. აშშ-ში ყველაზე ავტორიტეტული მედია, „ფოქს-ნიუსის“ გამოკლებით, მხარს უჭერს „დემოკრატებს“ ამ შემთხვევაში ჰარისს. თუ ტრამპმა მეორე ტელე-დებატებში მონაწილეობა არ მიიღო, მედიები შეეცდებიან ეს ტრამპის სისუსტედ წარმოაჩინონ, რაც მის მის ავტორიტეტზე უარყოფითად იმოქმედებს.
ტრამპის საარჩევნო შტაბი ცდილობს სხვადასხვა მიზეზები მოიგონოს და დააბრალოს ჰარისს, თითქოს, ჰარისის ბრალეულობის გამო არ შედგება მეორე ტელე-დებატები. რამდენად წარმატებული იქნება ტრამპის შტაბის ასეთი თამაშები, დრო აჩვენებს
– ამ დღეებში უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი იყო ჩასული აშშ-ში, იგი შეხვდა ტრამპსაც და ჰარისაც.
ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ თქვა – „ზელენსკი საუკეთესო ვაჭარია ისტორიაში… რამდენჯერ ჩამოვიდა ამერიკაში, იმდენი 60 მილიარდი მიაქვსო“. მაგრამ, არ დაუზუსტებია ის, რომ ამერიკა ს იმიტომ ეხმარება, რომ შეიჭრა უკრაინაში და კრემლმა საერთაშორისო სამართალი უკრაინის გარდა, ამერიკასაც თავზე გადაახია.
გარდა ამისა, ტრამპი კი ამბობს, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში იგი „რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვამს“. მაგრამ, აქაც გაუგებარია, ასეთ შემთხვევაში აღდგება თუ არა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. როგორც ჩანს, ზელენსკის „გამარჯვების გეგმას“ ჰარისი უფრო უჭერს მხარს, ვიდრე ტრამპი. უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით კანდიდატების პოზიციები გასაგებია, მაგრამ მაინც ვიკითხავ – ამერიკელი ამომრჩეველი უკრაინის საკითხში ტრამპს უფრო დაუჭერს მხარს თუ ჰარისს?
– ამერიკელი ამომრჩევლისთვის უკრაინის საკითხი არ არის მთავარი თემა. ამერიკელი ამომრჩევლისთვის მთავარი საკითხებია ინფლაცია, ეკონომიკური მდგომარეობა და შიდაპოლიტიკური საკითხები.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას. ტრამპი არ ცვლის თავის პოზიციას, მისი პოზიცია ასეთია – თუ გაგრძელდა ომი უკრაინაში, შესაძლოა, ყველაფერი მსოფლიო ბირთვული კონფლიქტით დასრულდეს.
ტრამპი არ ცვლის თავის პოზიციას, მისი პოზიცია ასეთია – თუ გაგრძელდა ომი უკრაინაში, შესაძლოა, ყველაფერი მსოფლიო ბირთვული კონფლიქტით დასრულდეს
ჰარისი კი ამბობს – აშშ-ს ავტორიტეტი უნდა აღვადგინოთ გლობალურ მასშტაბში, რადგან ამაზეა დამოკიდებული ამერიკის, როგორც ქვეყნის კეთილდღეობა. დღეს აშშ-ში ერთმანეთს გლობალისტები და იზოლაციონისტების ბრძოლას ვადევნებთ თვალს. ამიტომ, უკრაინის საკითხი აშშ-ს საარჩევნო კამპანიაში არ იქნება იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ეს მედიაში ჩანს. აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში შიდაპოლიტიკური საკითხები იქნება გადამწყვეტი.
ჰარისი კი ამბობს – აშშ-ს ავტორიტეტი უნდა აღვადგინოთ გლობალურ მასშტაბში, რადგან ამაზეა დამოკიდებული ამერიკის, როგორც ქვეყნის კეთილდღეობა. დღეს აშშ-ში ერთმანეთს გლობალისტები და იზოლაციონისტების ბრძოლას ვადევნებთ თვალს
ზელენსკის ვიზიტმა აშშ-ში არაფერი არ შეცვალა. ტრამპი თავის აზრზე დარჩა, ჰარისი თავის აზრზე. ზელენსკის აშშ-ში ვიზიტი სჭირდებოდა უფრო შიდაპოლიტიკური მოხმარებისთვის.
– ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა გორდონმა ამას წინათ განაცხადა, რომ ომი უკრაინაში მალე დასრულდება. გორდონს არაინფორმირებულობაში ვერ დაადანაშაულებ, იგი საკმაოდ ავტორიტეტულიცაა. თუმცა, მას არაფერი უთქვამს თუ რა პირობებზე შეიძლება დასრულდეს ეს ომი.
არადა, უკრაინა-რუსეთის ომს დასრულების პირი არ უჩანს. უკრაინელები პოზიციებს კი იმაგრებენ კურსის ოლქში, მაგრამ ვხედავთ იმასაც, რომ რუსები დონეცკის ოლქში იკავებენ პატარა უკრაინულ სოფლებს.
სავარაუდოდ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ჟურნალისტ გორდონის ოპტიმიზმი?
– ჩემი აზრით, გორდონის განცხადება, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება შესაძლოა, უკრაინის ხელისუფლების პიარკამპანიის ნაწილი იყოს. ასეთი განცხადება გათვლილია უკრაინულ საზოგადოებაზე, რომელიც ომისგან დაიღალა. გარდა ამისა, ასევე იმაზე გათვლილი, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე უკრაინაში რთული შიდაპოლიტიკური სიტუაციაა.
გორდონის განცხადება, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება შესაძლოა, უკრაინის ხელისუფლების პიარკამპანიის ნაწილი იყოს. ასეთი განცხადება გათვლილია უკრაინულ საზოგადოებაზე, რომელიც ომისგან დაიღალა. გარდა ამისა, ასევე იმაზე გათვლილი, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე უკრაინაში რთული შიდაპოლიტიკური სიტუაციაა
ასეა იმის გამო, რომ თუ ტრამპი მოვა, უკრაინას დახმარება არ ექნება და შემდეგ პერსპექტივა არ ჩანს. ასეთი განცხადებები უკრაინელი საზოგადოების დასაწყნარებლად კეთდება.
გორდონი, როგორც პოპულარული ჟურნალისტი, რომელსაც ავტორიტეტი არ აკლია, უკრაინული ხელმძღვანელობის მესიჯებს ავრცელებს.
– პრემიერი აშშ-ში იმყოფება. ამას წინ უძღოდა „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აშშ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს.
ფაქტია ისაა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები ახლა საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა. არ ვიცი პრემიერ კობახიძეს ჰქინდა თუ არა მცდელობა შეხვედროდა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში სალივანს. იმედია ცოტა ხანში მეტს გავიგებთ.
ასეთი შეხვედრა კიდეც რომ შედგეს, გაუგებარია მათ რაზე უნდა ილაპარაკონ. ასეა რადგან სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა, რომელიც თბილისში იმყოფებოდა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა და ივანიშვილი მას არ შეხვდა. ივანიშვილი ასევე არ შეხვდა ამერიკელ სენატორებს, რომლებმაც მასთან შეხვედრა ითხოვეს. დამკვირვებელთა ნაწილი ამბობს, რომ აშშ-მ ივანიშვილთან ვაჭრობაზე უარი თქვა. თუ ვაჭრობა დასრულებულია, ახლა პრემიერი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში რაზე შეიძლება იყოს საუბარი?
– აშშ-ს პოლიტიკურ ტრადიციაში, როდესაც პრეზიდენტი მეორე ვადაზე არ მიდის, აშშ-ს პრეზიდენტი „კოჭლი იხვის“ მდგომარეობაში იმყოფება. არჩევნებამდე 42 დღეა დარჩენილი და ბაიდენის ადმინისტრაცია ისეთ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, რომელიც, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
ასეა რადგან თეთრი სახლის ადმინისტრაცია მიდის და სალივანიც დატოვებს თეთრ სახლს. ამიტომ სალივანთან შეხვედრას დიდი მნიშვნელობა არც აქვს.
5 ნოემბრამდე, სანამ აშშ-ში არ გაირკვევა ვინ გახდება პრეზიდენტი, აშშ-სა და საქართველოს შორის იქნება ასეთი გაურკვეველი მდგომარეობა. თუ ტრამპი გახდა მაშინ აშშ-ს ექნება ერთი საგარეო პოლიტიკა, თუ ჰარისი გახდა, მაშინ აშშ-ს მეორე და კავკასიის რეგიონში განსხვავებული საგარეო პოლიტიკა ექნება.
ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და აშშ-ს პოლიტიკას ვერ ვუკარნახებთ, ამიტომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა იმაზე იქნება დამოკიდებული თუ ვინ გახდება აშშ-ში პრეზიდენტი.
– ვთქვათ, არჩევნებში გაიმარჯვა ჰარისმა, იმ რიტორიკის შემდეგ, რასაც ჩვენ ჩვენი ხელისუფლების განცხადებებს ვადევნებდით თვალს აშშ-ს მიმართ, ძალიან ძნელად წარმოსადგენია, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები მშვიდად დალაგდეს. თუ ჰარისი გახდა პრეზიდენტი, რა რესურსი აქვს ხელისუფლებას, რომ ურთიერთობა აშშ-სთან ნორმალურ ურთიერთობებში დააბრუნოს?
– ამერიკის მიმართ ამგვარი რიტორიკა არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოწვეულია იმით, რომ იყო მოლოდინი, რომ ტრამპი გახდება აშს-ს პრეზიდენტი. ბაიდენი ძალიან სუსტი ჩანდა. რამდენიმე თვის წინ „დემოკრატებმა“ პრეზიდენტობის კანდიდატი შეცვალეს, ამას არავინ ელოდა.
თუ ჰარისი გახდა აშშ-ს პრეზიდენტი, მისი პოლიტიკა პროგნოზირებადი იქნება და უფრო ადვილი იქნება საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბება. როდესაც იცი, თუ როგორი იქნება თეთრი სახლის პოლიტიკური ხაზი, უფრო ადვილია, მათთან ურთიერთობაც და თავისი პოლიტიკის განსაზღვრაც. აშშ-ს საპრეზიდენტო მარათონში უპირატესობა ჰარისს კი აქვს, მაგრამ, ვიდრე აშშ-ში არ გაირკვევა ვინ იქნება ამ ქვეყნის შემდეგი პრეზიდენტი, თეთრ სახლთან კონსულტაციებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
რაც შეეხება რესურსებს. აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ახალი ურთიერთობები იქნება დასამყარებელი. თუ ტრამპი გახდა პრეზიდენტი, მისი საგარეო პოლიტიკა გაუგებარი იქნება. ტრამპმა თავადაც არ იცის მისი საგარეო პოლიტიკა როგორი იქნება და ხვალ რას გააკეთებს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ