პაველ ჰერჩინსკი – თუ არჩევნები არ ჩაითვლება სამართლიანად და თავისუფლად, სამწუხაროდ, იძულებული ვიქნებით, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ზომები – ის, რაც წარსულში სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ბელარუსთან დაკავშირებით გავაკეთეთ

მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ აქამდე არ მივალთ, მაგრამ თუკი არ ჩაითვლება სამართლიანად და თავისუფლად, სამწუხაროდ, იძულებული ვიქნებით, აღვადგინოთ ჩვენს ხელთ არსებული ზომები და ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ წარსულში სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის ბელარუსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ არჩევნებზე დამკვირვებლად საერთაშორისო დამკვირვებლები მოიწვია.
“ჩვენ კონტაქტში ვიმყოფებით ეუთო/ოდირის ძირითად ჯგუფთან. ვიცი, რომ აქვთ დიდი გეგმები, რომ ჰყავდეთ საერთაშორისო დამკვირვებლების მნიშვნელოვანი რაოდენობა არჩევნებამდე, არჩევნების პერიოდში და არჩევნების შემდგომ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, როგორიცაა ISFED, რომელიც ასევე დააკვირდება არჩევნებს და ველოდებით მათ შეფასებებს და ამ შეფასებებზე დაყრდნობით მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩავთვლით თუ არა ამ არჩევნებს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებად. თუკი, და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ აქამდე არ მივალთ, მაგრამ თუკი არჩევნები არ ჩაითვლება სამართლიანად და თავისუფლად, სამწუხაროდ, იძულებული ვიქნებით, აღვადგინოთ ჩვენს ხელთ არსებული ზომები და ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ წარსულში სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის ბელარუსთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, ევროკავშირმა ბელარუსის არჩევნების შედეგები არ ცნო და მის წინააღმდეგ სხვადასხვა ზომა, მათ შორის სანქციები, გამოიყენა.
„ჩვენ არ ვაღიარეთ არჩევნები ბელარუსში, იქ არჩევნები მოიპარეს და ამიტომ ჩვენ წარვადგინეთ სხვადასხვა ზომების ფართო სპექტრი, სანქციების ჩათვლით. ეს არის ყველაზე უარესი სცენარი, იმედი მაქვს, აქამდე არ მივალთ და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი და მზად ვართ, ვიმუშაოთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს და პატივს ვცემთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ნებისმიერ შედეგებს“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“