“ამას ისევ კარტოფილისა და ხაჭაპურის დარიგება სჯობს” – ლევან ლორთქიფანიძე

პარტიებს შორის ბრძოლამ ყველაზე ცხელ ფაზაში გადაინაცვლა, წინასაარჩევნო კვლევები სოციალ-დემოკრატებსა და ულტრამემარჯვენეებს თითქმის თანაბარ შედეგებს უწინასწარმეტყველებენ. ევროპაში ჩვეულებრივი ამბავია პარტიების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას პარტიული ლოგოთი აღბეჭდილი სამახსოვრო სუვენირების (ჭიქები, ბაფთები, გულსაბნევები, კანფეტები, ყვავილები, კონდომები) დარიგება. წლევანდელი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა, ტრადიციულად, მიგრაციაა. თან რამდენიმე კვირის წინ ქ. ზოლინგენში ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი, რომელიც მიგრაციის სამსახურს ბულგარეთში უნდა ჰყოლოდა გაძევებული, დანით თავს დაესხა ქუჩაში გამვლელებს და დახოცა რამდენიმე მათგანი. AfD-ს კანდიდატმა ამომრჩევლების გულის მოგება “კუბოტანების” დარიგებით გადაწყვიტა (იხ. ფოტო; ინგლისსა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში მისი ტარება აკრძალულია). კანდიდატი ლენა კოტრე ამბობს, რომ უსაფრთხოება ფასიანი არ უნდა იყოს და ამიტომ უფასოდ არიგებს ნივთს, რომლითაც ადამიანებს თავის დაცვა შეეძლებათ.
ამას ისევ კარტოფილისა და ხაჭაპურის დარიგება სჯობს.

ასევე დაგაინტერესებთ