ანა წითლიძე – მივმართავ შს მინისტრ გომელაურს – გუშინ ასამდე ადამიანი თავს პოლიციელების თანდასწრებით დაგვესხა და ფიზიკურად გაგვისწორდა, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ ამ თავდასხმებით ვერ შეგვაშინებთ!

მივმართავ შს მინისტრ გომელაურს – გუშინ, პირველი თავდასხმის შემდეგ ჩვენ პოლიცია გამოვიძახეთ, თქვენი პოლიციელები უძლური აღმოჩნდნენ, რადგან ასამდე ადამიანი ჩვენ თავს სწორედ პოლიციელების თანდასწრებით დაგვესხა და ფიზიკურად გაგვისწორდა, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ ამ თავდასხმებით ვერ შეგვაშინებთ!, – ამის შესახებ ზუგდიდის ორგანიზაცია „ერთიანი – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე მტკიცებით, ორგანიზებულ თავდასხმაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ 100-ზე მეტი მხარდამჭერი, რომლებიც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
„მინდა მივმართო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს. გუშინ, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთაზე და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის წევრებზე საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, როდესაც ჩვენ მშვიდად, წყნარად ვარიგებდით „ფლაირებს“ და მოსახლეობას ვესაუბრებოდით, ორგანიზებული თავდასხმა მოხდა. ორგანიზებულ თავდასხმაში მონაწილეობდა 100-ზე მეტი „ქართული ოცნების“ „ტიტუშკა“. ასევე, მონაწილეობდნენ საჯარო მოხელეები, ეს ადამიანები, რომლებიც გუშინ, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენი ახალგაზრდული ფრთის წევრებს და ასევე, მეც ფიზიკურად გამისწორდნენ. ამასთან, რაც ყველაზე საშიშია ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილობრივ მოსახლეობას – ქალებს, ბავშვებს, რომლებიც ჩვენს დასაცავად გამოვიდნენ. აი, ეს ადამიანები, „ტიტუშკები“ გუშინ, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.
ჩვენ გაშიფრული გვყავს იმ ადამიანების ნაწილი, ვინც გუშინ უმოწყალოდ გვისწორდებოდნენ. ბატონო მინისტრო [ვახტანგ გომელაურო], ეს ადამიანი არის თქვენი ნათესავი – შოთა ბაჯალაძე, რომელთანაც თქვენ გაკავშირებთ ნათლი- მირონობა, ეს ადამიანი უშუალოდ მონაწილეობს კრიმინალური დაჯგუფებების ორგანიზებაში, ის გუშინ, ამ თავდასხმის ორგანიზებაში უშუალოდ მონაწილეობდა. ეს ადამიანი ნარკოტიკულ ნივთიერებებს არიგებს, რომ მერე სწორედ მსგავსი ტიპის ძალადობა ოპოზიციის ლიდერებზე და თავდამსხმელებზე მოაწყონ. ასეთი კიდევ ერთი ადამიანია – გოგა მოსია, რომელიც ზუგდიდში არის ა(ა)იპ-ის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის მოადგილე, რომელიც გუშინ ფიზიკურად ახალგაზრდებს უსწორდებოდა, კადრებიც არსებობს. კიდევ ერთი ადამიანი – დიმა გოგოხია, „ქართული ოცნების“ „ტიტუშკა“. ამ ადამიანს პირობითი აქვს, ნასამართლებია ჩასარიცხი აპარატის ქურდობაზე, გუშინ, ეს ადამიანი ახალგაზრდებს ფიზიკურად უსწორდებოდა. თეონა ქარდავა, ეს არის სუს-ის 20-ლარიანი აგენტი, რომელიც არის ირაკლი კობახიძის სიძის, დავით ფაცაციას მიერ კონტროლირებული პირი, ეს ქალბატონი ზუგდიდში, ს მთავრობის წარმომადგენლობაში მუშაობს და უშუალოდ კობახიძის სიძე, დავით ფაცაცია აკონტროლებს. რამაზ ბაღბაია, ვითომ „ძველი ბიჭი“, სინამდვილეში ხელისუფლების „ნასეტკა“, რომელიც ასევე, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებოდა. დათა სართანია, ასევე ვითომ „ძველი ბიჭი“, ამ დროს ხელისუფლების „ნასეტკა“, რომელიც ასევე, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ამ ადამიანებს ნარკოტიკული ნივთიერება, სანამ ჩვენთან თავდასასხმელად მოვიდოდნენ, თქვენმა თანამშრომელმა, შოთა ბაჯალაძემ დაურიგა, რომელიც არის თქვენი გენ ინსპექციის თანამშრომელი, იმყოფება ზუგდიდში და ყველა კრიმინალურ თავდასხმას აორგანიზებს.
მე ახლა მოგმართავთ თქვენ – გუშინ, თქვენი პოლიციელების თვალწინ, რადგან პირველი თავდასხმის შემდეგ ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია, თქვენი პოლიციელები უძლური აღმოჩნდნენ იმიტომ, რომ ჩვენ თავს ასამდე ადამიანი სწორედ პოლიციელების თვალწინ დაგვესხა და ფიზიკურად გაგვისწორდნენ, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ ამ თავდასხმებით ვერ შეგვაშინებთ!“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“