იაგო ხვიჩია ხაზარაძე-გახარიას შორის მოლაპარაკებები მძლავრი მელოდრამის სცენარით განვითარდა – არ მგონია, რომ ამ პოლიტიკურ ქორწინებაზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ – ჯერ ისევ პოლიტიკური ფლირტაობის პერიოდია

არ მგონია, რომ ამ პოლიტიკურ ქორწინებაზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ – ჯერ ისევ პოლიტიკური ფლირტაობის პერიოდია და არ არის გამორიცხული, ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდეს, – ასე უპასუხა „გირჩის“ დეპუტატმა მ გიორგი გახარიასა და ს შორის გაერთიანებასთან დაკავშირებით დაწყებული მოლაპარაკებების ჩაშლის თაობაზე დასმულ კითხვას.
ხვიჩიას თქმით, „როცა მხარეებს ერთმანეთი უნდათ, მაგრამ შუაში ვიღაც ამრევები არიან, ყველაფერი დაძლევადია“.
„ვფიქრობ, რომ „ლელოს“ და ბატონ გიორგი გახარიას რაღაც პატარამ შეუშალა ხელი. დაშლის მერე მიხვდნენ, რომ ეს გამოსასწორებელია და ახლა ორივე ცოტ-ცოტა სინანულშია, რაც იმის საფუძველს გვაძლევს, რომ დარჩენილ დროში ეს პოლიტიკური ნიშნობა წარმატებით დასრულდება.
მთელი ეს სიუჟეტი მძლავრი მელოდრამის სცენარით განვითარდა – თავიდან გიორგი გახარია აქტიურობდა და “ლელოსთან” უნდოდა. “ლელომ”, როგორც სჩვევია, თავი შორს დაიჭირა – “უი, როგორ გეკადრებათო” – დაახლოებით ასეთი კომენტარი ჰქონდათ. მერე საქმეში პრეზიდენტი ჩაება და ნელ-ნელა “ლელოც” მოლბა, მაგრამ როგორც ასეთ დროს სჩვევიათ ხოლმე, ერთი დღით დაჰკრა ფეხი და პრეზიდენტის სასახლიდან გაქუსლა. ამ პერიოდში გახარიას „გადაუნდა“ და “ლელოს” მოუნდა. ახლა ამ პროცესში ვართ, მაგრამ მგონია, რომ “ლელოს” ფული ისეთია, რომ თავიდან მოანდომებს გიორგი გახარიას და ყველაფერი კარგად დასრულდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პრეზიდენტის რეზიდენციაში ს ინიციატივით გამართული სამდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 19 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერ საქართველოს“ შორის გაერთიანებაზე შეთანხმება ვერ შედგა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“