პაველ ჰერჩინსკი – თუ ამჟამინდელი ტრაექტორია გაგრძელდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქნება დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით – „ტრიოს“ შორის უფსკრული შემცირების ნაცვლად სულ უფრო იზრდება

ისე, როგორც ახლა მიდის საქმეები და იმ შემთხვევაში, თუ ამჟამინდელი ტრაექტორია გაგრძელდება, ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკომისიის მხრიდან იქნება დადებითი რეკომენდაცია გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის 27 ლიდერის გადაწყვეტილებით, უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა შეჩერებულია.
„ველოდებით მმართველი უმრავლესობისგან განმარტებებს მათი ჭეშმარიტი განზრახვების შესახებ. ეს ხმამაღლა და ნათლად არის ნათქვამი ევროპული საბჭოს ივნისის დასკვნებში. მე კარგად მესმის, რომ საქართველო გადის საარჩევნო პერიოდს, არის საარჩევნო კამპანია, ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ს შემდეგ გვეყოლება ახალი მთავრობა, იმისდა მიუხედავად, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, რომელიც ნამდვილად იქნება ერთგული საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მიმართ. უნდა მოვასწროთ. დიდი დრო დავკარგეთ, პრაქტიკულად მთელი წელი, საჭირო რეფორმების ნაცვლად, გვქონდა სამწუხარო მოვლენები, არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება უმაღლეს დონეზე, რამაც სამწუხაროდ, გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება, მაშინ, როდესაც ჩვენ დავაჩქარეთ გაწევრიანების პროცესი სა და მოლდოვასთან. ასე რომ, „ტრიოს“ შორის უფსკრული შემცირების ნაცვლად სულ უფრო იზრდება. ეს ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ ხელახლა დავიწყებთ ძლიერად მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის ტრაექტორიას“, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“