ანა ნაცვლიშვილი – “ძლიერი საქართველო“ იყო და არის მზად, ყველა ნაბიჯი გადადგას რუსული ოლიგარქიის დასასრულებლად – მერე რა, რომ ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც ბევრს სურს, „ოცნებაში“ დიდად ნუ გაიხარებენ, რადგან რამდენიმე დღე დარჩათ

ამ დღეების განმავლობაში, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მენახა, რომ ადამიანი, რომელიც ჩვენი პარტიის თავმჯდომარეა, ქვეყნის ინტერესის დაყენება შეუძლია პერსონალურ და ძალიან მძიმე საკითხებზე უფრო მაღლა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ორბელიანების სასახლეში „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა და პარტია „გახარია საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას შორის 3 დღიან მოლაპარაკებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, ამ დღეების განმავლობაში ხაზარაძემ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რაც მისთვის მარტივი არ იყო.
„მესმის, რომ არის სერიოზული ცდუნება, რომ ვინმეს მიმართ მოხდეს ხელის გაშვერა, მაგრამ მე პრინციპულად გავჩერდები იმ განცხადებაზე, რომელიც მ ღიად გააკეთა, ამიტომ არ ვაპირებ ახლა გავაკეთო ის, რაც პრინციპულად სწორად არ მიმაჩნია. მე მჯერა, რომ დიალოგის არ არსებობას ყოველთვის დიალოგი ჯობია. პერსონალურად მამუკა ხაზარაძემ იცის ჩემი პოზიცია. ძალიან კარგად წარმომიდგენია რამდენად რთული იყო მამუკასთვის იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მან გადადგა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ დღეების განმავლობაში მენახა, რომ ადამიანი, რომელიც ჩვენი პარტიის თავმჯდომარეა, ქვეყნის ინტერესის დაყენება შეუძლია პერსონალურ და ძალიან მძიმე საკითხებზე უფრო მაღლა. საკითხები, რომლებიც მაგიდაზე იდო არ არის პერსონალური, აქ არ არის ბევრი საჯარო თემა. ამის იქით მე არაფრის თქმას არ ვაპირებ, არც პოლემიკაში ვაპირებ შესვლას.
ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა გვაქვს გადასაჭრელი. “ძლიერი საქართველო“ იყო და არის მზად იმისთვის, რომ ყველა ნაბიჯი გადადგას რუსული ოლიგარქიის მმართველობის დასასრულებლად. ძალიან მიხარია, რომ ლიდერებს არ გვაკლია არც შინაგანი ძალა, არც რესურსი იმისა, რომ ეს ცვლილება ქართველ ხალხთან ერთად 26 ოქტომბერს განხორციელდეს“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებებში კონსენსუსის არ მიღწევა არ ნიშნავს იმას, რომ „ძლიერი საქართველო“ გაჩერდება – „ეს არ ნიშნავს იმას ,რომ ჩვენ მუშაობას ვაჩერებთ ან ამით შეიძლება ხელისუფლებამ გაიხაროს“.
ნაცვლიშვილის თქმით, ყველაფრის მიუხედავად „ქართულმა ოცნებას“ მოუწევს ძალაუფლების დათმობა.
„ეს არის ძალიან სერიოზული სურათი, რომელსაც ამომრჩეველი ხედავს. მერე რა, რომ ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც ბევრ ადამიანს სურს. არ დავიწყებ ვის, როგორ, რადგან სწორად არ მიმაჩნია ამ ყველაფერში შესვლა. ერთადერთი, ვისთანაც ვაცხადებ მზაობას დებატებისთვის ეს არის ხელისუფლებაში ჯერ კიდევ მყოფი ძალა, მაგრამ ისინი არასდროს თანხმდებიან არაფერზე, სხვასთან არავისთან არ ვაპირებ პოლემიკაში შესვლას.
ჩვენ არ გავჩერდებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მუშაობას ვაჩერებთ ან ამით შეიძლება ხელისუფლებამ გაიხაროს. დიდად ნუ გაიხარებენ, რადგან სულ რამდენიმე დღე დარჩათ , რაც ძალაუფლებაში იქნებიან. როგორც არ უნდა დამთავრებულიყო ეს პროცესი, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ ყველა შემთხვევაში მას მოუწევს ძალაუფლების დათმობა“,- აღნიშნა მან.
მისივე განმარტებით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც „ძლიერი საქართველო“ მიიღებს, დაფუძნებული იქნება დემოკრატიულ პროცესზე და აზრთა სხვადასხვაობის პატივისცემაზე.
„ამ დღეების განმავლობაში ვნახე, რომ ის ადამიანები რომლებთან ერთადაც ვდგავარ პოლიტიკაში, აქვთ სრული მზაობა ყველანაირი სიმძიმე და სირთულე გვერდზე გადაიდოს, როდესაც ამას ქვეყანა მოითხოვს. ეს ნამდვილად არის პრინციპული . ჩვენ ვპირდებით ქართველ ხალხს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, დაფუძნებული იქნება დემოკრატიულ პროცესზე და აზრთა სხვადასხვაობის პატივისცემაზე. ეს არის მმართველობის ის პრინციპი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს და ამის გამოა რის ქვეყანა ამ მდგომარეობაში“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერ საქართველოს“ შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მინდა ივანიშვილს ვკითხო: სად არის დანგრეული, შენ მიერ განადგურებული „ლაგუნა ვერეს“ პლაკატი? სად არის გავერანებული ანაკლია, რომელიც დაბომბილს ჰგავს? – უკრაინის პლაკატების ჩვენება არის საქართველოს სამარცხვინო ისტორია

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი – ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტზე – მხარეებმა სრულმასშტაბიანი ომის ზღვრიდან უკან უნდა დაიხიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება უფრო ფართო ომის პერსპექტივა, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს