„ჩვენ მაინც გავერთიანდეთ“ — სააკაშვილი „ახლებს“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი „კოალიციას ცვლილებისთვის“ (, , ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია) გაერთიანებას სთავაზობს.
სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე, პოლიტიკური გამოსვლისას თქვა, რომ მიუხედავად ბევრი კითხვისა, მიესალმება „ლელოს“ და გიორგი გახარიას გაერთიანებას (მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეთანხმება ვერ შედგა — რედ.).
„ჩემი ინიციატივა იყო თავიდან, რომ ყველანი გავერთიანებულიყავით. რადგან ეს არ გამოდის, მე ახლა კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას „ახლების“ მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ.„ნაციონალური მოძრაობის“ ყველა შემთხვევაში პირველ ადგილზე გავა, თუმცა რაც უფრო მსხვილები ვიქნებით, უფრო ძლიერები ვიქნებით“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ