თამარ კორძაია – კობახიძე თვლის, რომ თუ თვითონ მისცემს არასამთავრობო ორგანიზაციებს ფულს, პრობლემა მოგვარდება, რაც ასე არ არის – ის საქართველოს მოქალაქეებს 14-მილიარდიან დახმარებას უკარგავს და ქვეყანას იზოლაციაში აქცევს

ირაკლი თვლის, რომ თუ თვითონ მისცემს არასამთავრობო ორგანიზაციებს ფულს, პრობლემა მოგვარდება, რაც ასე არ არის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას, რომ მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის ქმნის.
მისი შეფასებით, ეს ინიციატივა, ქვეყანაში თავისუფალი სივრცისა და სიტყვის დევნაა.
„თუ „რუსულ კანონს” გააუქმებენ, ძალიან კარგი ინიციატივა იქნება, მაგრამ, რატომ უნადგურებენ საქართველოს მოქალაქეებს იმ 14 მილიარდიან დახმარებას, რომელიც როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეიძლება გადანაწილდეს? მთავარი ის არის, რომ ეს თავისუფალი სივრცისა და სიტყვის დევნაა ქვეყანაში. კობახიძე თვლის, რომ თუ თვითონ მისცემს არასამთავრობო ორგანიზაციების ფულს პრობლემა მოგვარდება, რაც ასე არ არის. კობახიძე საქართველოს მოქალაქეებს 14 მილიარდიან დახმარებას უკარგავს და ქვეყანას იზოლაციაში აქცევს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
საქართველოს მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, დაფინანსებას კი ის ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“