ირაკლი კობახიძე ინა ქალდანს პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას პარალიმპიადაზე ინა ქალდანის (73 კგ, კატეგორია J2) მიერ, ზედიზედ მეორედ, მედლის მოპოვებას ულოცავს.
ინა ქალდანი პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს შვიდი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დაახლოებით 26 ორგანიზაციაა, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, დანარჩენები კი – იღებენ მონაწილეობას ანტისახელისუფლებო კამპანიებში და ხელისუფლების დისკრედიტაციას ახდენენ

ეს კვაზისამოქალაქო ორგანიზაციები თავს „არჩევნების დამკვირვებლად“ ასაღებენ და იჩემებენ იმის უფლებას, რომ „მიუკერძოებელი“ ვერდიქტი გამოიტანონ – რასაკვირველია, ისინი მიკერძოებულები იქნებიან, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას