“გამწარებულია ივანიშვილი და კობახიძე და მძევლები აიყვანეს” – ხაბეიშვილი

გამწარებულია , ივანიშვილი, აგებენ არჩევნებს, აგებენ განსაკუთრებით დედაქალაქში. გლდანში და სამგორში ყველამ კარგად ვიცით, რომ 2020-ში წააგეს და ახლა ორი შტაბის ხელმძღვანელი მძევლად აიყვანეს, ახლა სასამართლოში უნდა ატარონ. ჩვენ გვინდა ვისაუბროთ მაღალანაზღაურებად ხელფასებზე, ადამიანების ყოფა როგორ შემსუბუქდეს, მაგრამ ვხედავთ, რომ მათ უნდათ პენსიების ზრდაზე კი არ ვილაპარაკოთ – არა! არამედ უნდათ, რომ დაიჭირონ ირაკლი ნადირაძე. 1000 ლარიან პენსიაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, უნდა დაიჭირონ ირაკლი ეძგვერაძე. საბანკო ოლიგარქიის დაშლაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, ამ ყველაფერზე კი არ უნდათ რომ ვილაპარაკოთ, არამედ სასამართლოში, დაკითხვებზე უნდა გვატარონ. დაკავებული უნდა ჰყავდეთ შტაბის ხელმძღვანელი რამდენიმე დღე. ცხადია, მოსამართლეც მონაწილეობს ამ ანტიდემოკრატიულ მოქმედებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელი გვეშლება საარჩევნო კამპანიაში. უკაცრავად, მაგრამ ისედაც ორი თვეა საარჩევნო კამპანია და თუ გლდანის ხელმძღვანელს სასამართლოში ატარებენ და დააკავებენ, სამგორის ხელმძღვანელს დააკავებენ და სასამართლოში ეყოლებათ, როგორ უნდა ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია, როგორი დემოკრატიაა ეს? ასე გაგრძელების შემთხვევაში ვიზებითაც კი აღარ შეგვიშვებენ ევროპაში, არათუ უვიზოდ. ქვეყანა დაიხურება მართლა ჩალით და დავემსგავსებით ჩეჩნეთს და ამ ქვეყნის ჩეჩნეთიზაცია აქვს გადაწყვეტილი ზუსტად ივანიშვილს. სასაცილოა, რომ თურმე ირაკლი ნადირაძე ყოფილა საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება და კობაიძე არის დალაგებული და გომელაური არასახიფათო ადამიანი, რომელიც ქუჩაში სცემს 19-20 წლის ახალგაზრდებს თავისი ზონდერი ხარებას მეშვეობით. თურმე, ეს ხალხი უნდა იყოს თავისუფლებაზე და ჩვენ არ შეგვიძლია ხალხთან საუბარი. ასე არ გამოვა, მეგობრებო.

ასევე დაგაინტერესებთ