ირაკლი კობახიძე – ჩვენი ოპონენტები არიან ისინი, ვინც ხან აქეთ იყურებიან, ხან – იქით, დასდევენ ხან ევროპულ განცხადებებს, ხან რუსულ განცხადებებს – ჩვენთვის მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესები

ჩვენ არ ვიყურებით სხვადასხვა მიმართულების განცხადებებისკენ – ჩვენი ოპონენტები არიან ისინი, ვინც ხან აქეთ იყურებიან, ხან – იქით; მუდმივად დასდევენ ხან ევროპულ განცხადებებს, ხან რუსულ განცხადებებს, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის მიზეზი იმისა, რომ ს ხელისუფლების წარმომადგენლები “ქართული ოცნების” ნაბიჯებს აქებენ, ხოლო დასავლეთი აკრიტიკებს.
კობახიძის თქმითვე, “ქართული ოცნება” ქვეყნის ეროვნული ინტერესებისკენ იყურება.
“არ ვიცი, ეს არის ცარიელი სპეკულაციები. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. არ ვიყურებით სხვადასხვა მიმართულების განცხადებებისკენ. ჩვენ ვიყურებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისკენ. ყველა ნაბიჯი სწორედ ევროპული ინტერესებიდან გამომდინარე იდგმება. ეს არის ჩვენი ერთადერთი ამოსავალი წერტილი. ჩვენი ოპონენტები არიან ისინი, ვინც ხან აქეთ იყურებიან, ხან – იქით; მუდმივად დასდევენ ხან ევროპულ განცხადებებს, ხან რუსულ განცხადებებს. ჩვენთვის ეს მთავარი არ არის, მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესები და მომავალშიც მის შესაბამისად ვიმოქმედებთ”,- განაცხადა მ.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე როგორ შეაფასებდა იმას, რომ “ვაშინგტონ პოსტის” სარედაქციო სტატიაში “ქართულ ოცნებას” ავტორიტარულ და პრორუსულ ძალად აფასებენ, კობახიძემ აღნიშნა, რომ “ტყუილი სადაც არ უნდა დაიწეროს, ფასი ვერ ექნება”.
“თქვენ ხომ იცით, რომ ეს არის ტყუილი. აქედან გამომდინარე, ასეთ ტყუილებს, სადაც არ უნდა დაიბეჭდოს, არავითარი ფასი არ აქვს და ვერც საზოგადოებისთვის ექნება. ტყუილი მნიშვნელოვანი არ არის. სადაც არ უნდა დაიბეჭდოს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ვერ იქნება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ