ირაკლი კობახიძე – ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის საქართველო ყველა თვალსაზრისით გამოკვეთილი ლიდერია – მას ეკუთვნის თავისი ღირსეული ადგილი როგორც ლიდერ ქვეყანას

ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის საქართველო ყველა თვალსაზრისით გამოკვეთილი ლიდერია – მას ეკუთვნის თავისი ღირსეული ადგილი როგორც ლიდერ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, მომავალ წელს დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, რის შემდეგაც გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსთან მიმართებით.
“ყველამ იცის, რომ საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის ყველა თვალსაზრისით გამოკვეთილი ლიდერია, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური ზრდა თუ ნებისმიერი სხვა სფერო. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ფორმალურად, ნახევარი ნაბიჯით ჩამოვრჩებით ს, მოლდოვას, ბოსნიას, სრული უსამართლობაა. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში და ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად მოხდება მომავალ წელს, ურთიერთობები გადაიტვირთება და სამართლიანობა აღდგება. საქართველოს ეკუთვნის თავისი ღირსეული ადგილი როგორც ლიდერ ქვეყანას, ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც არაერთხელ გვითქვამს – 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, როგორც დემოკრატიის თვალსაზრისით, ისე ადამიანის უფლებების და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მ.

ასევე დაგაინტერესებთ