ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რესურსების გაფართოება ხელს შეუწყობს თანაბარ რეგიონულ განვითარებას, ახალ სიცოცხლეს შეიძენს დასავლეთ საქართველო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საერთო განვითარებისთვის

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რესურსების გაფართოება ხელს შეუწყობს თანაბარ რეგიონულ განვითარებას, ახალ სიცოცხლეს შეიძენს დასავლეთ საქართველო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საერთო განვითარებისთვის
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რესურსების გაფართოება ხელს შეუწყობს თანაბარ რეგიონულ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ქალაქ ქუთაისის და მთლიანად იმერეთის რეგიონის განვითარებას.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარება სხვადასხვა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვჭირდება რეგიონების თანაბარი განვითარება და ამ კუთხითაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რესურსების გაფართოება ხელს შეუწყობს სწორედ თანაბარ რეგიონულ განვითარებას. ეს ხელს შეუწყობს, პირველ რიგში, ქალაქ ქუთაისის, მთლიანად იმერეთის რეგიონის განვითარებას და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალ სიცოცხლეს შეიძენს, როგორც ქალაქი ქუთაისი, ასევე მთლიანად ეს რეგიონი და კიდევ უფრო მეტად განვითარდება, ზოგადად, დასავლეთ საქართველო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის საერთო განვითარებისთვის.
კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტის დამფუძნებელს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი ამ უნივერსიტეტის განვითარებაში, მადლობა მინდა გადავუხადო, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, მენეჯმენტს და ბოლოს, კიდევ ერთხელ, მინდა მივულოცო თითოეულ კურსდამთავრებულს, მინდა მივესალმო და მივულოცო მათი ოჯახის წევრებს.
ეს არის თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დღე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის თქვენი კარიერული წინსვლის ძალიან კარგი დასაწყისი და ყველას მინდა ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ სამომავლო ასპარეზზე თქვენს კარიერასა და პირად ცხოვრებაში. უღრმესი მადლობა“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

გვსურს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გავხადოთ, თუ რომელი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან უშუალოდ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან და რომელი – ვითომ ნეიტრალურის სტატუსის მქონე

ვიღაცეები ოცნებობენ საქართველოში რევოლუციაზე, ქვეყნის არევაზე, მეორე ფრონტზე, მაგრამ არავის ასეთი გეგმების რეალიზების საშუალებას არ მისცემს ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება