მამუკა გორგოძე შესაძლოა, „ქართული ოცნების“ სიაში იყოს

რაგბიში საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი მამუკა გორგოძე შესაძლოა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იყოს.
„ნეტგაზეთის“ რამდენიმე წყაროს ცნობით, გორგოძის „ოცნების“ საარჩევნო სიაში შეყვანა განიხილება.
პრემიერ-მინისტრმა მ გუშინ, 4 სექტემბერს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნაწილის დასახელება უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში იგეგმება, ხოლო სრულ სიას 26 სექტემბერს წარადგენენ.
„არ ვიცი, ჯერჯერობით არაფერი ვიცი“, — განუცხადა მამუკა გორგოძემ „ნეტგაზეთს“ პასუხად კითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ ის „ოცნების“ სიაში იქნება.
გორგოძე ამბობს, რომ შემოთავაზება „ჯერჯერობით“ არ მიუღია და არც რამის მოლოდინი აქვს. კითხვაზე, შემოთავაზების შემთხვევაში დათანხმდება თუ არა “ოცნების” სიაში დასახელებას, მან გვიპასუხა: “არ ვიცი”.
მამუკა გორგოძემ სპორტული კარიერა 2020 წელს დაასრულა. მას საქართველოს ნაკრებში ჩატარებული აქვს 75 მატჩი. გორგოძე 16 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც საკლუბო დონეზე ასპარეზობდა.

ასევე დაგაინტერესებთ