გიორგი ჩალაძე – ოპოზიციის ლიდერები სრულიად უკანონოდ, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე არიან დაკავებულები, გატაცებულები – არ გვეძლევა საშუალება, გავიგოთ სად არიან

გარდა იმისა, რომ დაკავება სრულიად უკანონოა, არ გვეძლევა საშუალება, გავიგოთ სად არიან , – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ჩალაძემ, რომელიც ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაკავების ადგილზე მივიდა.
ჩალაძის განცხადებით, ეს არის პირველი ორგანიზებული თავდასხმა ოპოზიციაზე მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ გააჟღერა.
“ეს არის პოლიტიკური ოპონენტების კანონგარეშე, რუსული დაკვეთით დაკავება. ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან, არიან აქტიური პოლიტიკოსები, რუსული ხელისუფლების დაპირისპირებაში მყოფი ოპოზიციის ლიდერები, ჩვენი პარტიის საბჭოს წევრები და თბილისის საკრებულოს წევრები. გარდა იმისა, რომ დაკავება სრულიად უკანონოა, არ გვეძლევა საშუალება, რომ გავიგოთ სად არიან. პოლიცია, როგორც კრიმინალური, ისე საპატრულო, ინფორმაციას მალავს, სად არიან გადაყვანილი, საერთოდ, არიან თუ არა დაკავებულები. ეს არის კლასიკური რუსული მმართველობის სტილი და დაანონსებული რეპრესიების დასაწყისი, რომელიც დღეს ბატონმა კობახიძემ დაგვიანონსა.
-ს განცხადება მომხდართან დაკავშირებით გავრცელებული არის რუსული “ეფესბეს” დაკვეთით. რას გაავრცელებს “ქართული ოცნება,” ეს ნაკლებად საინტერესოა, ფაქტი ერთია, რომ ოპოზიციის ლიდერები სრულიად უკანონოდ, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე არიან დაკავებულები, გატაცებულები და ჩვენ არ გვეძლევა საშუალება, გავარკვიოთ მათი იურიდიული სტატუსი. ჩვენ ვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ეს იყო კობახიძის დღევანდელი განცხადების შემდეგ პირველი თავდასხმა, ორგანიზებული კრიმინალური პოლიციის მიერ და ძალიან სიმბოლურია, რომ კრიმპოლი ჰქვია იმ ხალხს, ვინც ისინი დააკავა” , – განაცხადა ჩალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ