ლევან ხაბეიშვილი: ეს არის შეშინებული ხელისუფლების მოქმედება

პოლიტიკური პლატფორმა “ეთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ამბობს, რომ “ეს არის შეშინებული ხელისუფლების მოქმედება.“

ხაბეიშვილის მტკიცებით, გლდანში მძევლად აიყვანეს პოლტიკოსები.

ეს არის მცდელობა, რომ ძალადობრივი მოქმედებებით შეგაშინებთ. ასეულობით ადამიანია გამოსული გლდანში, რომელიც გულშემატკივრობს ირაკლის, რომელიც უსამართლობას უყურებს. სახლში შეუვარდნენ, ფაქტობრივად ოჯახში. სალაპარაკო აღარ აქვს ხალხთან ივანიშვილს, დადის დუშკაბინით და ხალხს ვეღარაფერს ჰპირდება, კი არ ეუბნება დაგეხმარებით, აგაშენებთ, არა, პირიქით, როცა ჩვენ ამ პრობლემებზე ვსაუბრობთ, გვეუბნება, დაგაშანტაჟებთ, დაგიჭერთ და საერთოდაც აფეთქებით დაგვემუქრა “, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილი დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს.

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო გლდანში, ირაკლი ეძგვერაძის საცხოვრებელ სახლთან –  გავრცელდა რამდენიმე წამიანი ვიდეო-მასალა, სადაც ჩანს საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” და ბევრი პოლიციელი.

კადრებში ისმის ხმაც, რომ “არიან პოლიციელები და აკავებენ”.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, გასული წლის 22 სექტემბერს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დეპუტატი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა და ამბობდა, რომ ფიზიკურად”ოცნებასთან” დაახლოებული პირები გაუსწორდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ