ელენე ხოშტარია – დღეს ირაკლი კობახიძე ელაპარაკებოდა შეშინებულ ბიძინა ივანიშვილს

დღეს ირაკლი ელაპარაკებოდა შეშინებულ ბიძინა ივანიშვილს – ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგს, რომელმაც მოსალოდნელ სავარაუდო თავდასხმებთან დაკავშირებით ინფორმაცია გააჟღერა.
როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანია ხალხის დაშინებაზეა აგებული.
„დღეს ელაპარაკებოდა შეშინებულ ბიძინა ივანიშვილს. მას ელაპარაკებოდა პარანოიდალურ სცენარებზე. მათ უნდათ, რომ ხალხი დაზაფრონ, შეაშინონ და მთელი ეს კამპანია იყოს შიშში, დათრგუნულობაში, ჭუჭყში და ა.შ.
დღეს ქართულ, მათ შორის, პოლიტიკურ სივრცეს განსაზღვრავს არა ს შიშები, არამედ განსაზღვრავს ქართული საზოგადოება, რომელიც არის შეკრული ცვლილებისთვის და განსაზღვრავენ ის პოლიტიკური მოთამაშეები, მათ შორის, „კოალიცია ცვლილებებისთვის,“ რომელიც არანაირ ნეგატივს, დესტრუქციას და არეულობას ამ ქვეყანაში არ დაუშვებს“ , – განაცხადა ხოშტარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ