ანა დოლიძე – კობახიძის განცხადება რომ იყოს სერიოზული, მაშინ უნდა დასახელდნენ ის ოპოზიციონერები, ვისაც საფრთხე ემუქრებათ და მათ სახელმწიფო დაცვა უნდა დაენიშნოთ

კობახიძის განცხადება რომ იყოს სერიოზული, მაშინ უნდა დასახელდნენ ის ოპოზიციონერები ვისაც ემუქრებათ საფრთხე და მათ უნდა დაენიშნოთ სახელმწიფო დაცვა,-ასე ეხმაურება კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პრემიერი, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც აღნიშნავს, რომ თავდასხმის რისკის ქვეშ არიან ოპოზიციის ლიდერებიც, რაც საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული.
როგორც დოლიძე განმარტავს, სანამ ეს არ მოხდება, პრემიერის საუბარი, რომ ოპოზიციონერებს საფრთხე ემუქრებათ, უბრალოდ „ასინეთას ჭორაობაა“
„პრემიერის განცხადება რომ იყოს სერიოზული, მაშინ უნდა დასახელდნენ ის ოპოზიციონერები, ვისაც ემუქრებათ საფრთხე და მათ უნდა დაენიშნოთ სახელმწიფო დაცვა. ეს არის კანონის მოთხოვნა. შესაბამისად, ვთხოვთ ს გადადგას რეალური ნაბიჯები. მანამდე, სანამ ეს არ მოხდება, კობახიძის საუბარი, რომ ოპოზიციონერებს ემუქრებათ საფრთხე, უბრალოდ „ასინეთას“ ჭორაობაა, ქვეყანაში დაბნეულობისა და შს შემოტანის მცდელობა“, – წერს ანა დოლიძე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერებიც.
როგორც პრემიერმა განმარტა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან განსაკუთრებით ის ლიდერები, რომლებზე თავდასხმაც საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნას გამოყენებული.

ასევე დაგაინტერესებთ