ჩემთვისაც დაუფინანსებია კვლევა GIZ-ის, თუმცა ვმუშაობდით სრულად დამოუკიდებლად – მოსამართლე

ჩემთვისაც დაუფინანსებია კვლევა GIZ-ის, თუმცა ვმუშაობდით სრულად დამოუკიდებლად – მოსამართლე
“რა თქმა უნდა, GIZ-ი არის უცხოური ორგანიზაცია, თუმცა იმთავითვე პრეზუმფცია, რომ რადგან GIZ-გან კვლევაში მიიღე თანხა ე.ი. ატარებ მის ინტერესებს?” – ასეთი კითხვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ მანანა მ მოპასუხე მხარეს “გამჭვირვალობის კანონის” საწინააღმდეგო სარჩელების განხილვის სხდომაზე.
“ტაბულას” ცნობით, მანანა კობახიძემ ღიად აღიარა, რომ, არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობისას, თავადაც აუღია დაფინანსება უცხოური ორგანიზაციისგან, კერძოდ, GIZ-ისგან კვლევის ჩასატარებლად, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია დამოუკიდებლად ემუშავბა.
“კვლევა დაუფინანსებია GIZ-ს პირადად ჩემთვისაც, როცა ვმუშაობდი “კონსტიტუციის 42-ე მუხლში”, იქ ყოველთვის ვუთითებდით ამ კვლევაზე, რომ კვლევაში გამოხატული აზრები, მოსაზრებები, პოზიციები არ გამოხატავს GIZ-ის რაღაც ინტერესებს და იმ წიგნში რას დავწერდით, ჩვენი იდეები რა იყო, რას განვახორციელებდით ვიყავით ამაში სრულად თავისუფალი. რა თქმა უნდა, GIZ-ი არის უცხოური ორგანიზაცია, თუმცა იმთავითვე პრეზუმფცია, რომ რადგან GIZ-ისგან კვლევაში მიიღე თანხა ე.ი. ატარებ მის ინტერესებს?” – თქვა მანანა კობახიძემ.