ანა დოლიძე – ბახმარო დაღუპვის პირასაა, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ მდგრადი განვითარება

ბახმაროს ძალიან ცუდ რაღაცას უპირებენ, ეს არის ქვეყნის ღალატი. ბახმარო, რომელიც ჰგავს შვეიცარიას თავისი ბუნებრიობით, ხელუხლებლობით, სილამაზით და საოცარი ჰაერით, სახელმწიფო უპირებს ჩაბეტონებას, როგორც ეს ბაკურიანსა და გუდაურში გააკეთა. ეს ქვეყნის ღალატის ტოლფასია, ქვეყანაში განვითარებაზე მეტად კორუფცია ყვავის, – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ ბახმაროში სტუმრობისას განაცხადა.
ანა დოლიძის თქმით, საქმე იმაშია, რომ კომპანია „ორბი“ აპირებს, ბახმაროში ააშენოს 350 ნომრიანი სასტუმრო 150 ადგილიანი მიწისქვეშა პარკინგით. მისივე თქმით, აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფომ „ორბი“ ჯგუფს 1 ლარად გადასცა.
„სახელმწიფოს მხრიდან მიწის გადაცემა გარკვეული პირობებით ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც პროექტი თავიდან არ არის ინვესტორისთვის მომგებიანი და შენ მას ხელს უწყობს, რომ განავითაროს რაღაც ტერიტორია. იქ სადაც 2000 დოლარად უნდა გაყიდოს კვადრატული და მეტად, ააოხროს აქაურობა, ,,ქართულმა ოცნებამ“ ორბს მისცა 1 ლარად. მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2024 წელს, პრემიერმა მ იმის მაგივრად, რომ ხელშეკრულება შეეწყვიტა კომპანიისთვის, მას ვადა 2028 წლამდე გაუხანგრძლივა. ეს არის წარმოუდგენელი. ბახმაროს უპირებენ იგივეს, რაც დამართეს ბათუმს. ევროპაში მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას ვერავინ გაბედავს, იმიტომ რომ იქ არ არის კორუმპირებული მთავრობა, ოლიგარქი და უპასუხისმგებლობა ბიზნესები. ეს არის ნამდვილად ქვეყნის ღალატი და ჩვენ, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ამაში ხელი უნდა შევუშალოთ“, – აცხადებს ანა დოლიძე.