“ეს ხალხი აღმოჩნდით გამორჩეულად წუმპე ხალხი, ღარიბაშვილსა და კობახიძეზე უარესები” – ვის მიმართავს ჯაფარიძე

ეს ხალხი, ელჩები რომ გქვიათ დღეს და პირში წყალი გაქვთ ჩაგუბებული, აღმოჩნდით გამორჩეულად წუმპე ხალხი. ღარიბაშვილსა და ზე უარესები. ისინი ამ კაცის [ივანიშვილის] ხელით არჩეული და წლების განმავლობაში გამოწრთობილი მონები არიან, არც არავინ ელოდა მათგან განსხვავებულ ქცევას. თქვენ კი, ის ხალხი ხართ, ვინც, თითქოს, წლების განმავლობაში ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მუშაობდით, ამისთვის იღწვოდით და ამისთვის გაგიშვით იქ, სადაც ხართ, განსაკუთრებით ისინი, ვინც ევროკავშირის ქვეყნებში არიან ელჩები. ამისთვის გამოგაყოლეთ მანდ, მათ შორის, ოჯახის წევრები და ამისთვის ვაფინანსებთ წლების მანძილზე თქვენ მანდ ცხოვრებას, თქვენი შვილების სწავლას და თქვენ მიღებებზე სიარულს. ამბობდით, რომ ამას აკეთებდით ევროკავშირში და NATO-ში ქვეყნის ინტეგრაციისთვის. გგონიათ, რომ ჩუმად ყოფნით ბუნდოვანებას ტოვებთ თქვენ ქცევასთან დაკავშირებით და ვერ ხვდებით რას აკეთებთ, ან გგონიათ ეს თქვენი დღევანდელი დუმილი ვინმეს დაავიწყდება? თუ გგონიათ, ამ ქვეყანაში სულ ეს ნაბი@ვრები იქნებიან ხელისუფლებაში და თქვენი დღევანდელი ქცევა მუდმივად გამართლებული იქნება?