გიორგი ვაშაძე პრემიერს – გამოხვედი და საუბრობ დასაქმებაზე, ნუთუ არ გრცხვენია? – მოქალაქეებს მივმართავ, 26 ოქტომბრის არჩევნები არის იმაზე, თუ რას ირჩევს საქართველო – კეთილდღეობას ევროკავშირში, თუ გაღატაკებას იზოლაციაში

კობახიძე, გამოხვედი და საუბრობ დასაქმებაზე, ნუთუ არ გრცხვენია? – ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ პრემიერ-მინისტრს, ს.
ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბერს „რეალობას მოწყვეტილი ადამიანები ერთიანობით სახლში უნდა გაუშვან“.
„ირაკლი , მინდა, პირადად შენ მოგმართო. 26 ოქტომბრის არის იმაზე, თუ რას ირჩევს საქართველო, კეთილდღეობას ევროკავშირში, თუ გაღატაკებას იზოლაციაში. თქვენი გზა გაღატაკების გზაა იზოლაციაში, ჩვენი გზა კეთილდღეობის გზაა ევროკავშირში. კობახიძე, გამოხვედი და საუბრობ დასაქმებაზე, ნუთუ არ გრცხვენია? აი, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები მაქვს ხელში, ადამიანებს 100 – ლარამდე აქვთ ხელფასი, ზოგს 200,300, 400 – ლარამდე. დაახლოებით, ნახევარ მლნ-ზე მეტი ადამიანი შეგვიძლია უმუშევრად ჩავთვალოთ. როცა ადამიანი ხელფასით საჭმელს ან წამალს ვერ ყიდულობ, აი ამის, ამ არჩევანის გაკეთება, რომ გიწევს, რა დასაქმებაზეა საუბარი? 300-ლარიანი ხელფასი დასაქმებაა? გეკითხები. 400-ლარიანი ხელფასი, 500-ლარიანი ხელფასი დასაქმებაა? შეხედე, გადი უბრალოდ ქუჩაში, მოწყვეტილი, რომ ხართ რეალობას, ნახეთ უბრალოდ ფასები რა დონეზეა გაზრდილი. 300 ლარად რომ მუშაობს ადამიანი ეს დასაქმებაა?
მინიმუმ, 1500 ლარი მაინც უნდა ჰქონდეს ადამიანს ხელფასი, რომ ელემენტარულად ცხოვრებას გაუძღვეს და სწორედ ეს არის არჩევანი 26 ოქტომბერს.
ჩემო კარგებო! მოქალაქეებს მივმართავ, ვირჩევთ აი, ამ ხალხს, რომელიც რეალობას არის მოწყვეტილი და რომელსაც იზოლაციაში და სიღატაკისკენ მიჰყავს საქართველო, თუ ვირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში, აი, ეს არის ძალიან მკაფიო არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ 26 ოქტომბერს, რომ რეალობას მოწყვეტილი ადამიანები ერთიანობით გავუშვათ სახლში“, – განაცხადა ვაშაძემ.