ირაკლი ჩიქოვანი – ეს არა დემოკრატიის ფესტივალი, არამედ ავტორიტარიზმის ფესტივალია

ეს არა „დემოკრატიის ფესტივალი“, არამედ ავტორიტარიზმის ფესტივალია,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, „დემოკრატიის ფესტივალთან” დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, იქ, სადაც ს გათავისუფლების მოთხოვნაა, კრიმინალის, რომელმაც არაერთი კრიმინალი ჩაიდინა, საკუთარ სამშობლოს და მოქალაქეებს დაუპირისპირდა და სადაც ის პარტიები არიან წარმოდგენილები, რომლებიც დაფინანსებულები არიან ჯარისთვის მოპარული ფულით, კეზერაშვილის დაფინანსებულ პარტიებს ვგულისხმობ, ეს არა დემოკრატიის ფესტივალი, არამედ ავტორიტარიზმის ფესტივალია“, – აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს, თელავში „დემოკრატიის ფესტივალი“ ჩატარდა, სადაც პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები, არასამთავრობო სექტორი და სხვა ორგანიზაციები, მათ შორის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ