“2008 წელს ჩვენმა ჯარმა მაგრად დადგომით, მე თბილისში დარჩენით სახელმწიფოებრიობა გადავარჩინეთ” – სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი, , სოციალურ ქსელში და 2008 წლის აგვისტოს ომის 16 წლისთავს ეხმიანება და აღნიშნავს რომ ყველამ ერთად სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა.

“2008 წელს ჩვენმა ჯარმა მაგრად დადგომით, ხალხმა ქუჩაში გამოსვლით, მე თბილისში დარჩენითა და მსოფლიოს ფეხზე დაყენებით, ჩვენმა პარტნიორებმა თბილისში ჩამოსვლითა და ამერიკელებმა ფლოტის გამოგზავნით, საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადავარჩინეთ“, – წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას „ტყვეობაში ამყოფებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მტერს საქართველო არ ჩააბარა“.

“მაშინ მტერმა ვერ დაგვიპყრო და ტრაგედიაა, რომ რაც ჩვენი ძალით დავიცავით, ახლა ხელახლა გვაქვს მოსაპოვებელი.

26 ოქტომბერს ჩვენ ხელმეორედ 1991 წლის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება გვაქვს აღსადგენი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზელენსკის ყოფილი თანაპარტიელი არტემ დმიტრუკი: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იმსახურებს ხალხის ნდობას და მხარდაჭერას. არ გაიმეოროთ ჩვენი შეცდომები. უკრაინის ხელისუფლებამ ჩაითრია ქვეყანა ომში

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე