როგორც ჩანს სალომე ზურაბიშვილის გეგმა იყო მიხეილ სააკაშვილის შეწყალება

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ს მიერ, ს შეწყალების სავარაუდო გეგმის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული საწინააღმდეგო განცხადებებისა, მისი გეგმა თავიდანვე ექს პრეზიდენტის შეწყალება იყო.
„იძულებული გახდნენ ეღიარებინათ, რომ საქმე ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების სტრატეგიულ გეგმას, რადგან სამართლებრივ ნაწილში არაფერი სადავო არაა. მას აქვს სასჯელი, რომელიც შთანთქავს სხვა უფრო მცირე სასჯელებს. მცირეს თავისი პატიმრობის ვადიდან გამომდინარე, ასე რომ არაფერზე არ უნდა ჰქონოდათ პრეტენზია.
როგორც ჩანს სალომე ზურაბიშვილის გეგმა იყო მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, მიუხედავად იმისა, რომ იგი გულზე მჯიღს ირტყამდა, როდესაც ინტენსიურად ლაპარაკობდა იმ დანაშაულებზე, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა ჩადენილი.“ – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზელენსკის ყოფილი თანაპარტიელი არტემ დმიტრუკი: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იმსახურებს ხალხის ნდობას და მხარდაჭერას. არ გაიმეოროთ ჩვენი შეცდომები. უკრაინის ხელისუფლებამ ჩაითრია ქვეყანა ომში

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე