“ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაცემულია” – ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლის ეზოში გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილს შეწყალებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ამ თემაზე “ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაცემულია”, ამასთან მან გაკვირვება გამოხატა, რომ მიხელ სააკაშვილს, მის მიმართ აღძრულ საქმეებთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომებზე პოლიტიკური გზავნილებისთვის ეთმობა შეუზღუდავი დრო.
“მე მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ აქტუალიზაცია სააკაშვილის მხოლოდ და მხოლოდ ოცნებას სჭირდება, ძალიან ნიშანდობლივია, რომ ყველა მისი სასამართლო ინიშნება ახლა, რომ ყველა სასამართლოზე აძლევენ პირდაპირ ტრანსლაციას, ასეთი რამ მე არსად არ მინახავს და აძლევენ შეუზღუდავ პირდაპირ ტრანსლაციას, რომ პოლიტიკური გზავნილები გაგზავნოს. იმიტომ, რომ ბოლო იმედი “ოცნების” არის რომ სააკაშვილით შეაშინოს კიდევ ამომრჩეველი. დღეს აქტუალური არ არის სააკაშვილი, დღეს აქტუალურია რა მომავალი ექნება საქართველოს. ჯერ საქართველო უნდა გადავარჩინოთ და მერე სააკაშვილის ბედიც იქნება თავის ადგილას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ნათქვამი აქვს, რომ “არა და არასდროს” შეიწყალებს მას. მოგვიანებით პრეზიდენტმა ეს პასუხი განმარტა და თქვა, რომ არ სურს ქვეყანაში დეპოლარიზაციის გაღრმავებას შეუწყოს ხელი. მასვე ეკუთვნის სთვის “ელექტრონული სამაჯურის” გაკეთების ინიციატივა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
2 აგვისტოს მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ის სასამართლოს სხდომებს ვიდეოზარის მეშვეობით კლინიკიდან დისტანციურად ერთვება ხოლმე.
ერთადერთი შემთხვევა, როცა მოსამართლემ სააკაშვილს სიტვა არ დაასრულებინა 2023 წელს 30 ოქტომბერს მოხდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალდების საქმე განიხილებოდა, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ბრალდებულ სააკაშვილს გაუთიშა ჩართვა, რომელიც ვიდეოზარის მეშვებით ხორციელდებოდა კლინიკა “ვივამედიდან”.
ადვოკატებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისი სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს მიმართეს – მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ სააკაშვილის უფლებადამცველებმა მიმართეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მოითხოვეს დაუყოვნებელ ზომად გამოყენებულიყო მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. სასამართლო საქმის განხილვას განაგრძობს, თუმცა ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება