„ოცნების ბოლო იმედია, სააკაშვილით შეაშინოს ამომრჩეველი“ – პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით, დღესდღეობით „ქართული ოცნების“ ბოლო იმედია, ყოფილი პრეზიდენტის, ს ფიგურით დააშინოს ამომრჩეველი.
პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს, რომ სასამართლო პროცესებზე სააკაშვილს „შეუზღუდავ პირდაპირ ტრანსლიაციას აძლევენ პოლიტიკური გზავნილებისთვის“. ზურაბიშვილი ხაზ უსვამს, რომ ჯერ „საქართველო უნდა გადავარცინოთ“ და ამატებს, რომ „მერე სააკაშვილის ბედიც იქნება თავის ადგილას“.
„[სააკაშვილის შეწყალებაზე] ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაცემულია. აღვნიშნავ, რომ სააკაშვილის აქტუალიზაცია მხოლოდ ოცნებას სჭირდება. ნიშანდობლივია, რომ მისი სასამართლო ინიშნება ახლა. რომ ყველა პროცესზე აძლევენ შეუზღუდავ პირდაპირ ტრანსლიაციას, რომ პოლიტიკური გზავნილები გააგზავნოს. ოცნების ბოლო იმედი არის, სააკაშვილით შეაშინოს ამომრჩეველი. დღეს არაა სააკაშვილი აქტუალური. დღეს აქტუალურია საქართველოს მომავალი. ჯერ საქართველო უნდა გადავარჩინოთ, მერე სააკაშვილის ბედიც იქნება თავის ადგილას“, – განაცხადა პრეზიდენტმა 5 აგვისტოს პრესკონფერენციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება