აეროპორტი „სტამბოლი“ Travel and Leisure-მა „მსოფლიოში საუკეთესო აეროპორტად“ აღიარა

აეროპორტი „სტამბოლი“ ამერიკულმა ტურისტულმა ჟურნალმა Travel and Leisure-მა „მსოფლიოში საუკეთესო აეროპორტად“ აღიარა.
მკითხველთა ყოველწლიურ გამოკითხვაში მან 95,79 ქულა მიიღო. დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც ჯილდო IGA-ს ოპერაციების გენერალური დირექტორის მოადგილემ მეჰმეთ ბუიუკაიტანმა მიიღო. მან აღნიშნა, რომ აეროპორტი ორიენტირებულია მიაწოდოს მგზავრებს მათ საჭიროებებზე მორგებული უნიკალური გამოცდილება.მან ასევე მადლობა გადაუხადა ჟურნალს და მის მკითხველებს აღიარებისთვის. გამოკითხვამ შეაფასა აეროპორტები დაშვების, რეგისტრაციის, უსაფრთხოების, კვების, შოპინგისა და დიზაინის მიხედვით.
ავიანიუსი