„ვინ ვეიმ“ TBC-სთან თანამშრომლობით წარმადობა გააფართოვა – რას სთავაზობს კომპანია მომხმარებლებს?

ტექსტილისა და თეთრეულის დასუფთავების კომპანიამ „ვინ ვეი“, რომელიც სასტუმროებს სწორედ ამ კუთხით ემსახურება, TBC-სთან თანამშრომლობით წარმადობა გააფართოვა. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ კომპანიის თანადამფუძნებელმა, ეკატერინე დევდარიანმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, თავდაპირველად კომპანიამ ძალიან დაბალი წარმადობით დაიწყო, თუმცა ბანკთან თანამშრომლობის შემდეგ, „ვინ ვეის“ გადაიარაღება მოხდა, რამაც წარმადობის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა.
„იდეა გაჩნდა იქიდან, რომ სასტუმროს სექტორი სულ უფრო და უფრო ვითარდება. თუმცა მიწოდება არ იყო იმხელა, რამხელაც მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, მე და ჩემმა პარტნიორმა გადავწყვიტეთ, რომ სექტორის განვითარებაში წვლილი შეგვეტანა. TBC იყო ის ბანკი, რომელმაც მხარი დაგვიჭირა. მისგან მოძიებული რესურსით შევიძინეთ გარკვეული რაოდენობით დანადგარები. რაც რა თქმა უნდა, ძალიან დაგვეხმარა წარმადობის ზრდაში.