რამ განაპირობა ბოლო წლებში ლიბერთი ბანკის ბიზნეს მიმართულების განვითარება და როგორია ბანკის სამომავლო გეგმები

რამ განაპირობა ბოლო წლებში ლიბერთის ბანკის ბიზნეს მიმართულების განვითარება, თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტი live“ ლიბერთის საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა დავით ესიავამ და ლიბერთის ციფრული ბანკინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი სამუშიამ ისაუბრეს.
დავით ესიავას თქმით წარმატების ამოსავალი წერტილი, წლების წინ ტრანსფორმაციის პროცესის და ბანკის სერვისების უნივერსალიზაციის დაწყება იყო. მისივე თქმით სტრატეგიის ფარგლებში, ბანკმა შეიმუშავა სამოქმედო გეგმა თუ როგორ უნდა მომხდარიყო დაგეგმილი სტრატეგიის აღსრულება, სისრულეში მოყვანა და იმ ადამიანური რესურსის შერჩევა ვინც სამოქმედო გეგმას სისრულეში მოიყვანდა.
„რაც ჩვენ ხუთწლიანი სტრატეგიის ფარგლებში გვქონდა დასახული და რა შედეგების მიღწევაც გვსურდა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მივაღწიეთ 4 წელიწადში და ახლა ჩვენი თავის მიმართ მოთხოვნა გაიზარდა და მივხვდით, რომ ორგანიზაციას აქვს მეტი შესაძლებლობა.
ამჟამად ლიბერთი ბანკი აგრძელებს უნივერსალიზაციის სტრატეგიას, რაც გულისხმობს ბაზარზე მოიცვას ყველა სპექტრი და კატეგორია და მომხმარებელს მოემსახუროს ყველა სერვისით და პროდუქტით.
ჩვენ ბანკის შიგნით სტრატეგიის აღსრულების საწყის ეტაპზე დავყავით ბიზნეს სეგმენტი, 4 ეკონომიკური ნაწილად, ესენია: მიკრო, მცირე, საშუალო და კორპორატიული ბიზნესი, შემდეგ თითოეულ ბიზნესზე გავაკეთეთ ანალიზი, ბაზრის კვლევა და თვისობრივად შევისწავლეთ სერვისები თუ რა იყო ამ ბიზნესის მხრიდან დაკვეთა საფინანსო სექტორისა და ბანკებისადმი, შემდეგ შევეცადეთ, რომ იმ ტიპის სერვისი და პროდუქტები მიგვეწოდებინა რასაც ითხოვდნენ.რა თქმა უნდა შეუძლებელია, რომ საბანკო სექტორის და ბაზრის სურვილები ერთმანეთს 100%-ით ემთხვეოდეს, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, ჩვენ ამას მივაღწიეთ.“ – აღნიშნა დავით ესიავამ.
დავით ესიავას თქმით ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საკითხი ბიზნესში მოქნილობა და ინდივიდუალური მომსახურების შექმნა იყო, სადაც ბიზნესი იგრძნობდა, რომ მისი საჭიროებები და მოთხოვნები ინდივიდუალურად განიხილებოდა და მათთან ურთიერთობაში ბანკიც მოქნილი იქნებოდა.
რაც შეეხება მიკრო და მცირე ბიზნესს ესიავა აღნიშნავს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო ფინანსურ რესურსებზე წვდომა და სისწრაფე, რაც ბანკმა წარმატებით შეძლო.
„ჩვენი მთავარი ამოსავალი პრინციპი დაფუძნებულია თითოეული ადამიანის განცდაზე, თუ როგორ შეგვეძლო წარმატებით გვემუშავა და შეგვესრულებინა ჩვენი მიზნები, ჩვენი სტრატეგიული დაპირება იყო – გაზარდე შენი ბიზნესი, სწორედ ამას ეფუძნებოდა ბიზნესების სეგმენტაცია და მათ ყოველდღიური ზრდის საფუძველზე ჩვენ შევქმენით შესაძლებლობა, რომ ერთი სეგმენტიდან მომხდარიყო გადადინება მეორე სეგმენტში. რაც ჩვენი წარმატებაც იყო და შემდეგ ჩვენ ერთად შევძელით ჩვენი წარმატების მიღწევა.
ამ ეტაპზე ვაგრძელებთ აღნიშნულ სტრატეგიას, ჩვენც მოხიბლულები ვართ რომ შევძელით ამ შედეგების სწრაფ ტემპში მიღწევა, ეს სტრატეგია წარმატებულია და ვაგრძელებთ ამ სტრატეგიის მიღწევას და ვფიქრობთ, რომ გავაუმჯობესოთ, რისი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მაგალითია ციფრული ბანკინგის შექმნა.
რაც შეეხება ციფრული ბანკინგის განვითარებას, როგორც ლიბერთის ციფრული ბანკინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი სამუშია აღნიშნავს, რომ მობილბანკამდე ჯერ 2018 წელს ლიბერთის გუნდმა ბიზნეს ინტერნეტ ბანკი შექმნა, რომლითაც ბიზნეს სექტორისთვის ციფრული სერვისები და პროდუქტები გახდა ხემისაწვდომი.
„თუმცა ბოლო წლებში მსოფლიო ტემპის განვითარებასთან და დაჩქარებასთან ერთად კიდევ უფრო აქტუალური გახდა ის თემა, რომ ბიზნეს სექტორებსაც გაუჩნდათ ის თემა, რომ მათ მობილური მოწყობილობებიდან შეძლებოდათ ნებისმიერ სერვისებზე ნებისმიერი ადგილიდან ჰქონოდათ წვდომა, სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა , ზუსტად მაშინ როდესაც ვასრულებდით ლიბერთის დიზაინ სისტემის შექმნას, გადავწყვიტეთ რომ ეს ყოფილიყო პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც შეიქმნებოდა ამ უნიკალური დიზაინ სისტემით და წინა კვირაში გვქონდა პრეზენტაცია, სადაც წარვადგინეთ მობილბანკი ბიზნესისთვის, გამორჩეული თავისი დიზაინით, სერვისებით და უსაფრთხოებით, რომლებიც ხელმისაწვდომია როგორც IOS და Amdroid- სისტემაზეც.
ჩვენი მომხმარებლების მიჩვეულები იყვნენ ციფრული სერვისებით სარგებლობას თუმცა მთავარი კომფორტი არის ის, რომ მათი მობილური მოწყობილობებიდან ახდენენ საბანკო ტრანზაქციების განხორციელებას და 24/7-ზე შეუძლიათ რომ საბანკო სერვისებთან ჰქონდეთ წვდომა. აქვე დავამატებ იმასაც რომ ბიზნეს, ინტერნეტ და მობაილ ბანკი ჩვენ ეკოსისტემაში არ არის ერთადერთი პროდუქტი, ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ბიზნეს ომორდინგსაც, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ბანკში მისვლის გარეშე გახსნან ანგარიში, დარეგისტრირდნენ ციფრულ ბანკში და მომენტალურად დაიწყოსნ ოპერირება, ასევე ლიბერთი payment – ის საშუალებით შესაძლებელია პოსტერმინალების და სხვა სერვისების შეკვეთა და open app ბიზნესს კიდევ უფრო მეტ მოქნილობას სძენს ბიზნესს, რომ ამ სისტემებიდან მოახდინონ საბანკო ოპერაციების შესრულება.“ – აღნიშნა გიორგი სამუშიამ.
სამუშიას თქმით ლიბერთი ბანკი აგრძელებს ციფრული ეკოსისტემის განვითარებას და თითოეული პლატფორმა მომავალში კიდევ უფრო მეტ სიახლეს ჰპირდება მომხმარებელს.
დავით ესიავამ აღნიშნა, რომ როდესაც ლიბერთი ბანკმა აღნიშნული მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო 14 კომერციულ ბანკს შორის პოზიციონირებდა 11-ე 12-ე პოზიციაზე.
„საბანკო სექტორში კონკურენცია არის საკმაოდ მძაფრი, ბაზარი გაჯერებულია, შესაბამისად გარკვეულ ბიზნეს სეგმენტებში ორი ბანკი აქტიურობდა და ბიზნეს წილი მოდიოდა მათზე, შემდეგ ჩვენ შევხედეთ ბიზნესის სურვილებს, მათ სახასიათო თვისებას თუ რისკენ მიილტვოდა ბიზნესი და რაც მთავარი მესიჯი ბიზნესისგან კვლევებში მოდიოდა იყო ის, რომ მათ სურდათ მესამე საიმედო მოთამაშე ფინანსურ ბაზარზე, არა ვთქვათ ვიწრო სეგმენტაციის ბანკი, არამედ უნივერსალური ბანკი. ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი დაკვეთა იყო, ამიტომ წავედით ამ გზით და მიზნად დავისახეთ ბანკის ბაზარზე პოზიციონირება, რომ გავმხდარიყავით მესამე საიმედო ბანკი.
დღეს ლიბერთი სამი სისტემური ბანკიდან არის ერთ-ერთო და ასევე ბანკის პოზიციონირების კუთხით კვლევები ადასტურებს, რომ ლიბერთი სექტორში აღიქმება, როგორც მესამე საიმედო ბანკი. ამან განაპირობა არა ბიზნეს სეგმენტის წარმატება, არამედ სრულად გლობალური ბანკის წინსვლა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენ ამ ეტაპზე ვართ იმ პოზიციაში, რომ მესამე საიმედო ბანკი გავხდეთ სტაბილურად და ბიზნეს ჰქონდეს აღქმა, რომ გრძელვადიანად და სტაბილურად ჩვენ ვართ მესამე და საიმედო ბანკი და შემდეგ მოხდება უკვე დასახვა სხვა მიზნების ბიზნესის აღქმის თვალსაზრისით, განვითარების კუთხით ვაგრძელებთ უნივერსალიზაციიას და ვფიქრობთ რომ უახლოეს პერიოდში ლიბერთი გახდება უნივერსალური, საიმედო მესამე ბანკი ბაზარზე, სადაც როგორც ბიზნეს სეგმენტში ასევე ციფრული მიმართულებით ბანკი მომხმარებელს შესთავაზებს როგორც ინოვაციური, ასევე უნიკალურ პროდუქტებს, რომელიც ახალი იქნება ბაზარზე.“ – აღნიშნა დავით დავით ესიავამ.