BDO საქართველოს სტრატეგია: ადამიანები ადამიანებისთვის

BDO ერთ-ერთი უმსხვილესი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და ბიზნესს სთავაზობს დივერსიფიცირებულ მომსახურებას მათი საჭიროებების შესაბამისად. კომპანიის მომსახურება მოიცავს ბიზნეს სერვისების, იურიდიული მომსახურებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ფართო სპექტრს. BDO-ს გლობალური ქსელი 164 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, აერთიანებს 111, 307 თანამშრომელსა და 1,803 ოფისს. BDO საქართველო ამ საერთაშორისო ქსელის ნაწილია. კომპანიის სერვისებზე, მდგრადობის პრიორიტეტებზე და ევროპასთან ინტეგრაციის მნიშვნელობაზე BDO საქართველოს პარტნიორი, ბიზნეს კონსულტაციების ხელმძღვანელი მაია ხაჩიძე საუბრობს.
რა სერვისებს სთავაზობს მომხმარებლებს BDO საქართველო? როგორია კომპანიის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია? რა პრიორიტეტები გაქვთ დასახული ამ სტრატეგიის მიხედვით?
ჩვენ ვემსახურებით გლობალურ ეკონომიკას, გამორჩეული გუნდითა და ინოვაციური მიდგომებით ბიზნესს ვთავაზობთ საუკეთესო გადაწყვეტილებებს.
კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: ფინანსური აუდიტი, საგადასახადო კონსულტაციები; ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულება, რომელიც მოიცავს კორპორაციულ ფინანსებთან და გარიგებებთან დაკავშირებულ მრავალფეროვან კონსულტაციებს; ადამიანური კაპიტალის მართვის მიმართულება, რომელიც აერთიანებს BDO აკადემიასა და ელექტრონულ სწავლებას; იურიდიული მიმართულება – BDO ლეგალი; ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი და ციფრული ტრანსფორმაციის სერვისების მიმართულება BDO დიჯიტალი.
2021 წლიდან BDO გაეროს გლობალური შეთანხმების ხელმომწერია. კომპანიის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია მოიცავს გაცხადებულ პასუხისმგებლობას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების თვალსაზრისით და ამ მიმართულებით გადადგმულ ქმედით ნაბიჯებს, ისევე, როგორც საზოგადოების ინფორმირებას, ინსპირაციასა და ადვოკატირებას მდგრადობის საკითხებზე.
ჩვენ მიერ შერჩეული რვა მიზნის შესაბამისად, კორპორაციული მდგრადობის ნაწილში ვახორციელებთ სხვადასხვა ღონისძიებას განათლების, სიღარიბის დაძლევის, ნარჩენების მართვისა და მავნე აირების შემცირების და სხვა მიმართულებებით.
2021 წელს, BDO-ს მხარდაჭერით, ბარისახოში ფშავ-ხევსურეთის საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივი თემის განათლებისა და ეკოტურისტული განვითარების პროექტებისთვის არის გათვალისწინებული. ამას მოჰყვა დაინტერესებულ ადგილობრივ მცხოვრებთათვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი, რაც დაცლის პირას მყოფი სოფლების გაცოცხლებისა და ადგილობრივი თემის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისკენ იყო მიმართული.
მდგრადი მოხმარების პროცესის ნაწილია BDO-ში პლასტმასის ნარჩენების, ქაღალდისა და გამოყენებული ელემენტების შეგროვება და მიწოდება მეორეული გადამუშავებისა თუ სპეციალური განადგურებისთვის. 2023 წლის აპრილის მდგომარეობით, 300 კგ-ზე მეტი პლასტმასა შევაგროვეთ და მივმართეთ მეორად გადამუშავებაზე.
BDO-ს გლობალური ქსელი წარმოადგენს Net-Zero Financial Service Providers Alliance (NZFSPA)-ის და იღებს პასუხიმგებლობას მისი საქმიანობის შედეგად გარემოში გამოყოფილი მავნე აირების შემცირებასა და განეიტრალებაზე 2050 წლამდე ან უფრო ადრე. შესაბამისად, ქსელის ყველა წევრი კომპანია ვიღებთ ვალდებულებას, შევაგროვოთ მონაცემები ჩვენი წილი სათბური აირების ემისიების შესახებ. ეს არის კომპლექსური, ჩვენთვის ახალი პროცესი, რომლის სწორად წარმართვაში მხარდაჭერას გვიწევს BDO-ს გლობალური ოფისი.
BDO მხარდაჭერას სთავაზობს ბიზნესებს, რომელთაც სურთ, მდგრადი განვითარება თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი გახადონ.
ჩვენი მომსახურებები მდგრადობის მიმართულებით მრავალფეროვანია. ვთანამშრომლობთ როგორც კომპანიებთან, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ მდგრად განვითარებაზე გადასვლისთვის, ასევე იმ კომპანიებთან, რომელთაც უკვე ნამუშევარი აქვთ ამ მიმართულებით. დამწყებ კომპანიებს ვეხმარებით, რომ მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების შეფასება უზრუნველყონ, გაითავისონ ამ ტრანსფორმაციის პროცესში რა არის გასაკეთებელი, შეარჩიონ სწორი სტრატეგია, ხოლო შედარებით გათვითცნობიერებულ კომპანიებს ვეხმარებით სხვადასხვა სტანდარტის მიხედვით ანგარიშების მომზადებაში, ანგარიშის აუდიტორული დადასტურების საჭიროების შემთხვევაში ვუწევთ ამ მომსახურებასაც.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს წარმატება ქართული ბიზნეს სექტორისთვის? და ასევე, თქვენ, როგორც გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი, როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს კორპორაციულ მდგრადობას ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით?
კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესისთვის ქმნის დამატებითი სარგებლის მიღების პოტენციალს, რამდენადაც ფაქტი პოზიტიური გზავნილი იყო საერთაშორისო ინვესტორებისთვის, დაეწყოთ საქართველოში ინვესტიციების განხორციელება, მით უმეტეს, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ქვეყანა ლიდერია ბიზნესის კეთების სიმარტივითა და დაბალი გადასახადებით. ამასთანავე, სტატუსის მიღება საქართველოში არსებულ ბიზნესებს დამატებით შესაძლებლობას მისცემდა, უფრო აქტიურად ეთანამშრომლათ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან, ხელს შეუწყობდა ექსპორტს და გაამყარებდა საქართველოს პოზიციას საგარეო ვაჭრობის მიმართულებით.
თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით გამოწვეული განუსაზღვრელობის პირობებში, რთულია იმის თქმა, როგორ განვითარდება მოვლენები ამ მხრივ. ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით კორპორაციულ მდგრადობას მნიშვნელოვანი როლი აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესები გაიზიარებენ თავიანთ წილ პასუხისმგებლობას გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით საკითხებთან დაკავშირებით და გადადგამენ ქმედით ნაბიჯებს, ქვეყანა უფრო მეტად მიუახლოვდება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
ქმედით ნაბიჯებში იგულისხმება: