Boeing-მა, 2024 წლის პირველ ნახევარში, ბაზარს 175 კომერციული თვითმფრინავი მიაწოდა

ამერიკულმა თვითმფრინავების მწარმოებელმა Boeing-მა 2024 წლის პირველ ნახევარში დამკვეთებს 175 კომერციული თვითმფრინავი მიაწოდა.
კომპანიის ანგარიშის მიხედვით, მან მომხმარებელს თვითმფრინავის ოთხი მოდელი მიაწოდა.
მიწოდებული თვითმფრინავებიდან 137 თვითმფრინავი იყო Boeing 737 MAX. ეს მოდელი ისევ რჩება ყველაზე პოპულარულ ამერიკულ სამოქალაქო თვითმფრინავად.
Boeing-მა დამკვეთებს ასევე მიაწოდა შვიდი Boeing 777, ცხრა Boeing 767 და 22 Boeing 787 Dreamliner.
Boeing-ის მიერ მიწოდებული თვითმფრინავების უდიდესი ნაწილი იყო სამგზავრო.