2023 წელს საგადასახადო შეღავათით 70 000-მდე ფიზიკურმა პირმა ისარგებლა – იონა კიზირია

ჩვენ 2023 წლის მონაცემები ვნახეთ და საგადასახადო შეღავათი დაახლოებით, 70 000-მდე ფიზიკურ პირს აქვს გამოყენებული, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ადმინისტრირების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსმა იონა კიზირიამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საგადასახადო შეღავათის ოდენობა პირის სტატუსიდან გამომდინარე, 3000-დან 6000-ლარამდე განისაზღვრება.
“საგადასახადო შეღავათები არსებობს ისეთ პირზე, რომელიც არის მარტოხელა მშობელი, თუ მან შვილად აიყვანა ბავშვი, თუ არის ომის ვეტერანი და სხვა. წელიწადში მათი მიღებული შემოსავლები 3000 ლარამდე არ იბეგრება.
არის კიდევ 6000-ლარამდე შეღავათი, ანუ ზოგიერთი სტატუსის მქონე პირს არ ებეგრება 6000-ლარამდე შემოსავალი. მაგალითად, ესენი არიან შშმ პირები, ან მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული უნარების მქონე პირები. ყოველ ახალ წელს ახალი ლიმიტია.
ფიზიკური პირი არის თუ არა შესაბამისი სტატუსის მატარებელი, ეს დოკუმენტები მათ შესაბამისი უწყებიდან – იუსტიციის სამინისტროდან, ან ჯანდაცვის სამინისტროდან უნდა გამოითხოვონ. თუ ფიზიკური პირი დასაქმებულია, ეს დოკუმენტები მან უნდა წარუდგინოს დამსაქმებელს, რომელიც აღნიშნულ შეღავათს შემოსავლების სამსახურში გააგზავნის. ყველას შეუძლია გზამკვლევად ჩვენი ქოლცენტრი გამოიყენოს, სადაც დეტალურად აუხსნიან როგორ და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა შეღავათი მიიღონ”, – აცხადებს იონა კიზირიამ.
bp.ge