გამოკითხულთა უმრავლესობას თვეში 550 ლარამდე შემოსავალი აქვს – საერთოდ არ აქვს შემოსავალი 11%-ს

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა უმრავლესობას წინა თვეში 550 ლარამდე პირადი შემოსავალი აქვს, 0 შემოსავალი ჰქონდა 11- %-ს.
კითხვაზე – როგორი იყო პირადი შემოსავლები გასულ თვეს, 29% ამბობს, რომ 550 ლარამდე,
12%-ს – 551 ლარიდან 900 ლარამდე;
9%-ს – 901 ლარიდან 1300 ლარამდე,
8%-ს – 1301 ლარიდან 2000 ლარამდე;
6%-ს – 2000 ლარზე მეტი.
ამას გარდა, ნული შემოსავალი აქვს გამოკითხულთა 11%-ს, არ იცის – 7%-მა, 17%-მა განაცხადა უარი პასუხზე.
კვლევის ფარგლებში 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები კი 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე მიმდინარეობდა. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.