საფრანგეთმა საქართველოს 945 მლნ ევროს საბიუჯეტო და ფინანსური მხარდაჭერა გაუწია – საქართველოში საფრანგეთის საელჩო

საფრანგეთის საელჩოს განცხადებით, 2012 წლიდან საფრანგეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული საბიუჯეტო და ფინანსური მხარდაჭერა 945 მლნ ევროს შეადგენს.
2012 წლიდან გაწეული საბიუჯეტო და ფინანსური მხარდაჭერა უფრო კონკრეტულად ასეთია:
საბიუჯეტო სესხები – 724 მლნ ევრო;
სესხები კერძო სექტორში – 185 მლნ ევრო;
გრანტები – 35 მლნ ევრო;
ენერგეტიკის სფეროში დახარჯეს €415 მილიონი;
სოციალური დაცვის სფეროში – €201 მილიონი;
კერძო სექტორის გაძლიერებისთვის – €185 მილიონი;
სასმელი წყალი და წყალარინება – €96 მილიონი;
სარწყავი სისტემა – €49 მილიონი; მათ შორის, ხაშურში 64000 ადამიანის წყლით მომარაგება და ზედა სამგორში სოფლის მეურნეობის სარწყავი სისტემების მოწყობა, – ნათქვამია საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.