[მედიკამენტების დეფიციტი] ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული – ბიზნესის პასუხი ჯანდაცვის მინისტრს

“ყველა შეფერხება, რომელიც მედიკამენტების დეფიციტს უკავშირდება, აბსოლუტურად ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული”, – ასე პასუხობს “ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია” ჯანდაცვის მინისტრს. ილონა კოკიაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში არა მხოლოდ ონკოლოგიური მედიკამენტების, არამედ სხვა სახის წამლების დეფიციტია. მთავარ მიზეზად თურქეთიდან წამლების იმპორტის შეფერხება სახელდება.