სუს-ი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებას იძიებს – სახელისუფლებო არხები

ტელეარხები „რუსთავი 2“, „იმედი“ და „პოს ტვ“ აცხადებენ, რომ სუს-ი ბოლო რამდენიმე დღეა, გამოკითხვაზე იბარებს ში მებრძოლ ქართველებს და იძიებს საქმეს, რომლის მიხედვითაც, ს წინააღმდეგ ტერორისტული აქტი მზადდება. ტელეარხები ამ ვერსიას ავითარებენ უკრაინაში მებრძოლი ქართველისა და მისი ადვოკატის ინტერვიუებზე დაყრდნობით.
გელა კახაბრიშვილმა და მისმა ადვოკატმა ჟურნალისტებს ინტერვიუ დღეს მას შემდეგ მისცეს, რაც სუსმა უკრაინაში მებრძოლი სასამართლოში გამოჰკითხა.
„კითხვებიდან გამომდინარე, თითქოსდა იგეგმება მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადება. მათ შორის გამომძიებელმა ახსენა კონკრეტული სახელი და გვარი. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ ‘ქართული ოცნების’ მაღალ ეშელონებს. იყო საუბარი ‘ქართული ოცნების’ საპატიო თავმჯდომარეზე, დასახელდა ბიძინა ივანიშვილი. კითხვები იყო, ხომ არ აპირებ ტერორისტულ აქტში მონაწილეობასო, რასაც ჰქვია სახელმწიფო გადატრიალება“, – თქვა კამერების წინ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სასამართლო სხდომიდან გამოსვლის შემდეგ.
საინფორმაციო გამოშვებაში ითქვა, რომ ივანიშვილისა და სხვა ლიდერების მიმართ ტერორისტული აქტის მომზადებაზე ისაუბრა მიხეილ რამიშვილმა:
· „პირველი არხი“: „ახალი დეტალები ხდება ცნობილი ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს. როგორც ერთ-ერთი გამოსაკითხი პირის, გელა კახაბრიშვილის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, ტერორისტული აქტი ჯერ ისევ მზადების პროცესშია და ის ‘ქართული ოცნების’ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების წინააღმდეგ მზადდება“.
· „პოს ტვ“: „რამდენიმედღიანი დუმილი დარღვეულია. ტერორიზმის მომზადებისა და შეთქმულების საქმეზე გამოკითხვაზე დაბარებულებმა საქმის მთავარი დეტალები საზოგადოებას ვეღარ დაუმალეს. გელა კახაბრიშვილმა და მისმა ადვოკატმა დღეს თქვეს, რომ გამოძიება ბიძინა ივანიშვილისა და ‘ქართული ოცნების’ ლიდერების მიმართ ტერორისტული აქტის მომზადების საქმეზე მიმდინარეობს“.
· „რუსთავი 2“: „მხოლოდ მედიის კითხვებისა და მცდელობის შედეგად, დღეს გამოკითხვიდან გამოსულმა კახაბრიშვილმა და მისმა ინტერესების დამცველმა საჯაროდ დაადასტურეს, რომ გამოძიება ‘ქართული ოცნების’ საპატიო თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ ტერაქტის მომზადების საქმეზე მიმდინარეობს“.
· „იმედი“: „მზადდება ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილისა და ‘ქართული ოცნების’ სხვა ლიდერების მიმართ. განცხადება ცოტა ხნის წინ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გააკეთა…“ „ოთხდღიანი დუმილი დარღვეულია. გამოკითხულები და მათი უფლებადამცველები საქმის მთავარ დეტალებს ვეღარ მალავენ“.

ასევე დაგაინტერესებთ