რა ღირს ოლიმპიადის მასპინძლობა?

Visual Capitalist-მა ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნების მიერ გაღებული დანახარჯები ერთმანეთს შეადარა, რისთვისაც სხვადასხვა წყაროს მონაცემებზე წვდომა საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (CFR) მეშვეობით მიიღო. მონაცემები, ინფლაციის გათვალისწინებით, 2021 წლის დოლარშია დაანგარიშებული და 1996 წელს, ატლანტაში გამართული ოლიმპიადიდან მოყოლებულია დათვლილი.
პარიზს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა დაახლოებით 9 მილიარდი აშშ დოლარი უჯდება, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ცნობისთვის, გასული ღონისძიების ხარჯმა, რომელიც 2020 წლის ნაცვლად კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიოში 2021 წელს ჩატარდა, 35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ვრცლად forbes.ge–ზე

ასევე დაგაინტერესებთ