თბილისში 1 მ² ბინა და კერძო სახლი ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა, ყველაზე იაფი სამგორსა და გლდანში

2024 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 4.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.9 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს „საქსტატი“ ავრცელებს.
უბნების მიხედვით 2024 წლის მეორე კვარტალში ბინების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება შემდეგნაირად გადანაწილდა:
· მთაწმინდა – 5 737 ლარი;
· ვაკე – 5 247 ლარი;
· საბურთალო – 4 037 ლარი;
· კრწანისი – 3 635 ლარი;
· ჩუღურეთი – 3 960 ლარი;
· დიდუბე – 3 648 ლარი;
· ნაძალადევი – 3 581 ლარი;
· ისანი – 3 449 ლარი;
· გლდანი – 3 425 ლარი;
· სამგორი – 3 232 ლარი.
კერძო სახლების სეგმენტის შემთხვევაში, ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება უბნების მიხედვით ასეთია:
· მთაწმინდა – 4 423 ლარი;
· ვაკე – 3 375 ლარი;
· საბურთალო – 3 118 ლარი;
· დიდუბე – 3 583 ლარი;
· ჩუღურეთი – 2 797 ლარი;
· კრწანისი – 3 045 ლარი;
· ისანი – 2 737 ლარი;
· ნაძალადევი – 2 442 ლარი;
· სამგორი – 2 374 ლარი;
· გლდანი – 2 290 ლარი.