სოცდაუცველების დასაქმება იმაზე რთულია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია – ელგუჯა მელაძე

“ადამიანების, რომლებიც წლების განმავლობაში სახლი სხედან და უმუშევრები არიან, ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა, რთული პროცესია”, – ამის შესახებ “დამსაქმებელთა ასოციაციის” პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ განაცხადა. როგორც მან BMG-სთან აღნიშნა, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული სოციალურად დაუცველი ადამიანების ნაწილს კერძო სექტორი ვერ დაასაქმებს.

“სწორი ქმედებები გვჭირდება, რომლებიც ყველა ასპექტში არის გააზრებული. ვერ ჩავრთავთ ადამიანებს ისეთ საქმიანობაში, რომლის უნარები საერთოდ არ გააჩნიათ. სწორად გათვლა არის მნიშვნელოვანი. მშენებელი პურის მცხობელად არ უნდა გაუშვა, ექიმი კი მშენებლობაზე. საქმიანობას მაქსიმალურად იმ ცოდნით და განათლებით უნდა მოვარგოთ, რაც ადამიანებს გააჩნიათ.

ასევე დაგაინტერესებთ